NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ჯოზეფ ბორელი: რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც უკრაინაში გააკეთა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ

ჯოზეფ ბორელი: რუსეთთან თანაარსებობა ძალიან რთული იქნება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც უკრაინაში გააკეთა, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ

13 ივნ 2022 მსოფლიო 330 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ ამ ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რათა რუსეთმა ვეღარ დაიკავოს ის ტერიტორია, რომლის ოკუპირება 24 თებერვლის შემდეგ განახორციელა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი, ბორელმა აღნიშნა, რომ არ აპირებს „თეოლოგიურ მოსაზრებებს“ მიმართოს.

„მე არ მივმართავ თეოლოგიურ მოსაზრებებს. ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა მიეწოდოს უკრაინულ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ისინი ომს აწარმოებენ არა ბანკნოტებით, არამედ ქვემეხებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას. ამავდროულად, ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტითა და მოლაპარაკებებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ ამ ფაზასთან მიახლოება ძალის პოზიციიდან შეძლოს, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს იმ ტერიტორიების ოკუპირება, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ აქვს მიტაცებული და ოკუპირებული”, – აღნიშნა ბორელმა.

ამასთან, მან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის დამცირება არ შეიძლება. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია ასახავს არა იმდენად საფრანგეთის ლიდერის პოზიციას, რამდენადაც არსებულ რეალობას: რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგაც გააგრძელებს არსებობას და საჭირო იქნება იმ გზის განსაზღვრა, რომლითაც ევროპა გეგმავს მასთან თანაცხოვრების გაგრძელებას.

„ეს თანაარსებობა ძალიან რთული იქნება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინაში. შეჭრა, აგრესია, უკრაინის ნგრევა – ამ ყველაფერს ყოველ საღამოს ტელეეკრანიდან ვხედავდით და საკუთარი თვალითაც ვნახე ადგილზე. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ ამ კონტინენტზე რუსეთთან თანაარსებობა“, – განაცხადა ბორელმა

კომენტარები

TOP ჯოზეფ ბორელი 2022-06-13
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ჯოზეფ ბორელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კალაძე: …თუმცა მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი

შემდეგი სტატია

გურამ მაჭარაშვილი: საქართველო ცალმხრივად არაფერს ითხოვს, აქამდეც აქვს ძალიან ბევრი რესურსი გაღებული რეგიონის უსაფრთხოებისთვის

მსგავსი სტატიები

“მე, რამზან კადიროვი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველა ეს ქალაქი დაბრუნდება უკან”

“მე, რამზან კადიროვი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველა ეს ქალაქი დაბრუნდება უკან”

ნინო ჩხეიძე 12 სექ 2022
დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

ნინო ჩხეიძე 05 ივლ 2022

ინდოეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge