NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ნანა კაკაბაძე: 10 შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

ნანა კაკაბაძე: 10 შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს

11 ივნ 2022 პოლიტიკა 376 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არსებობს თუ არა ევროპაში პოლიტიკური კორუფცია და ფიქრობთ თუ არა, რომ ევროპარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობა, შეიძლება დაფინანსებული Credit Suisse-ს მიერ, რაც საქართველოს მეხუთე კოლონის ინტერესებსაც ემთხვევა? – ეს ერთ-ერთია იმ ათი შეკითხვიდან, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. ამის შესახებ ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

აქვე ნანა კაკაბაძე სვამს კითხვას – ის შეურაცხყოფები და დამამცირებელი დამოკიდებულება, რაც ევროპული სტრუქტურებიდან მოედინება საქართველოს მიმართ, არის თუ არა ეროვნული დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობები?

„10 შეკითხვა სალომე ზურაბიშვილს ქ-ნო სალომე, 1. როგორ გესმით საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლით განსაზღვრული სტატუსი, რომლის მიხედვითაც „საქართველოს პრეზიდენტი არის… ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი“? აქედან გამომდინარე, ის შეურაცხყოფები და დამამცირებელი დამოკიდებულება, რაც ევროპული სტრუქტურებიდან მოედინება საქართველოს მიმართ, არის თუ არა ეროვნული დამოუკიდებლობის შელახვის მცდელობები? 2. ფიქრობთ, თუ არა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან თუ ევროპული გაერთიანებიდან მომდინარე ცკ-ს დირექტივების მსგავსი ყველა მოთხოვნა, უპირობოდ უნდა შეასრულოს საქართველომ? თუ მხოლოდ პირადი ვიზიტების შეფერხებები მიგაჩნიათ უფლებების შელახვად? ასეთი შეფერხების დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს რატომ არ წარმოადგენთ? 3. მართლა ფიქრობთ, რომ ქვეყნის წინაშე დამსახურებების თუ დამაზიანებელი მოქმედებების შეფასებისას, ერთ სიბრტყეზე შეიძლება დააყენოთ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურები? 4. თქვენც მიგაჩნიათ, რომ სააკაშვილის დროს უკეთესი მდგომარეობა იყო საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის, მართლმსაჯულების სისტემის, კერძო საკუთრების დაცვის კუთხით და ზოგადად, მაშინ იყო „კარგი მმართველობა“ და 2013 წლის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა? 5. თქვენც მიგაჩნიათ, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა გაუარესებულია? ან რომ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დამნაშავეებად ცნობილი 30-ზე მეტი ადამიანის, სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნობა და დასჯა საკმარისი არ არის? იქნებ მათი სასჯელები გეცოტავებათ, მართლა ფიქრობთ, რომ ერთ-ერთი ნაცემი ოპერატორი, ერთი კვირის შემდეგ, სწორედ 5 ივლისს მიღებული ტრავმებით და არა სხვა მიზეზითაა გარდაიცვლილი? იცნობთ ამ პირის გარდაცვალების მიზეზზე ექსპერტიზის დასკვნას? 6. ეთანხმებით ევროპული კვლევის ცენტრის დასკვნას, რომ „საქართველოს პოლიტიკური რეჟიმი წლებია, ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, პრობლემის სათავეში ქმედითი ძალაუფლების კონცენტრაციაა, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც არც არჩეულია და არც ანგარიშვალდებული, რაც სახელმწიფოს მიტაცების განსხეულებაა“? 7. თუ ასე არ მიგაჩნიათ, რატომ ერთხელ მაინც არ გამოთქვამთ პროტესტს, ევროპელი პოლიტიკოსების უსაფუძვლო და ცილისმწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით? თუ რასაც ევროპელები დაგვაბრალებენ და მოგვთხოვენ, ყველაფერი ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ და შევასრულოთ? 8. თქვენს საარჩევნო პლაკატებზე, ბიძინა ივანიშვილის პორტრეტი რომ იყო გამოსახული, როდისმე ხომ არ გიქმნიდათ ეს უხერხულობას? ან დღეს ხომ არ გიქმნით? 9. ხვდებით თუ არა, რომ ნაცები მანამდე მოგეფერებიან, სანამ დაჭირდებით მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად და რომ მათთვის მისაღებ პოლიტიკოსად ვერასოდეს იქცევით? 10. არსებობს თუ არა ევროპაში პოლიტიკური კორუფცია და ფიქრობთ თუ არა, რომ აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტში, ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობა, შეიძლება დაფინანსებული იყოს შვეიცარიული საბანკო გიგანტის Credit Suisse-ს მიერ, რაც საქართველოს მეხუთე კოლონის ინტერესებსაც ემთხვევა? უღირდა თუ არა აღნიშნულ ბანკს ასეთი ლობიზმისთვის, თუნდაც 100 მილიონი ევროს დახარჯვა, თუ ივანიშვილის დასანქცირების შემთხვევაში ბანკი 600 მილიონზე მეტი ვალის გადახდისგან შეიძლება გათავისუფლდეს?“ – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

კომენტარები

ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილი 2022-06-11
ნინო ჩხეიძე
Tags ნანა კაკაბაძე სალომე ზურაბიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლალი მოროშკინა: აი გული მიგრძნობს, როგორ მძიმედ დასრულდებით…

შემდეგი სტატია

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ პრეზიდენტმა ვიზიტებზე მთავრობას მიმართა და ეს დაუბლოკეს, დოკუმენტი გაასაჯაროოს

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 21 მაი 2019
რუსეთის საგარეო უწყება: „კოლექტიური დასავლეთი“ თბილისს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო უწყება: „კოლექტიური დასავლეთი“ თბილისს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებს

ნინო ჩხეიძე 06 აპრ 2023
კარლ ჰარცელი: განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

კარლ ჰარცელი: განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას

ნინო ჩხეიძე 10 ივლ 2022

უახლესი ამბები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

  • შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

    შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართავს და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას სთხოვს

  • შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    შსს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმისა და გლდანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

  • პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

    პრემიერი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია

  • ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

    ირაკლი ღარიბაშვილი: სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge