NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მამუკა ხაზარაძე: „ლელო” ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა

მამუკა ხაზარაძე: „ლელო” ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა

11 ივნ 2022 პოლიტიკა 559 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელო” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა და აქციაზე არ უნდა იყოს არც ერთი გზავნილი, გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა.

„20 ივნისი გარდამტეხი დღე იყო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთხელ ხმამაღლა დააფიქსირა ქართველმა ხალხმა, რომ მზად არის თავისუფალი მომავალისთვის, შვილებისთვის, ღირსებისთვის, ქვეყნის სწორი განვითარებისთვის ერთად დადგეს. დღეს სწორდ ეს ღირებულებებია კვლავ საფრთხეში. დღეს, როდესაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ევროპულ გზაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა, კიდევ ერთხელ და უფრო ძლიერად არის ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი დასაცავი. სწორედ ამიტომ, “ლელო”, მისი ლიდერები, წევრები, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მებრძოლები მოგიწოდებთ! გამოვიდეთ ყველა! 20 ივნისი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიგნალი უნდა იყოს, ყველასთვის, რომ საქართველოს მომავალი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მოგიწოდებთ, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, რელიგიური, ეთნიკური და სხვა სახის კუთვნილების მიუხედავად. დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად.

ამ დღეს, არ უნდა იყოს არც ერთი დროშა გარდა საქართველოს და ევროკავშირისა, არ უნდა იყოს არც ერთი გზავნილი გარდა ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა, არ უნდა იყოს ნახსენები არც ერთი სხვა მიზანი გარდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა. ეს უნდა იყოს ერთჯერადი შეკრება კონკრეტული ამოცანით. აქვე “ლელო” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა. დავდგეთ პოლიტიკური ძალები აქციის რიგით მონაწილეებად ხალხთან ერთად, ტრიბუნა კი დავუთმოთ ახალგაზრდებს, ადამიანებს რომლებმაც უნდა შექმნან მომავალი“, – ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძე 2022-06-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი მამუკა ხაზარაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

შემდეგი სტატია

დრო რომელიც აღარ განმეორდება – პირველი სუპერმოდელების ეპოქა

მსგავსი სტატიები

Gallup International: ზურაბიშვილი – 52%, ვაშაძე – 48%

23 ნოე 2018
„არა რუსულ კანონს!“ (ვიდეო)

„არა რუსულ კანონს!“ (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 20 თებ 2023
„მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება“

„მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება“

13 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge