NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!

11 ივნ 2022 პოლიტიკა 387 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და “ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“ დოკუმენტი.

„ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის განვითარება. ეს არის მთავარი. 2007 წელს გაგვიჩინეს ძალიან დიდი მოლოდინი, აჟიოტაჟი, რომ მაპ-ის მონიჭებით თუ არმონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს მაპ-ი, მაგრამ ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია, გახსნა ნატოს-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. ამიტომ გეუბნებით, რომ რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა პრემიერი მმართველი გუნდის წარმომადგენლის, დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ „თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, საქართველომ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა: „მე ამ ეტაპზე მინდა შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და არ მინდა უფრო მეტი ვისაუბრო. მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ვალდებული ვიქნები, ჩემ ხალხს ანგარიში ჩავაბარო“.

„მე ვარ მთავრობის მეთაური, მე გამოვხატავ იმ პოზიციას და რეალობას, რომელიც გვაქვს. მთავარი მინდა ვთქვა, რომ ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს იდეალურები ვართ, უშეცდომონი და ა.შ. ეს არის პროცესი. მე ამ ეტაპზე მინდა შევინარჩუნო პოლიტკორექტულობა და არ მინდა უფრო მეტი ვისაუბრო. მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ვალდებული ვიქნები, ჩემ ხალხს ანგარიში ჩავაბარო. შემთხვევით არ მიხსენებია, რომ ის რეფორმები, რომელიც 2012 წელს ჩვენ დავიწყეთ, როდესაც სასამართლო ნოტარიუსის ოფისი იყო, პროკურატურა არ არსებობდა კი არა, პირიქით, მჩაგვრელი იყო მთელი ჩვენი ხალხის და ა.შ. აღარ ჩამოვთვლი, რა უბედურება ხდებოდა, ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ. მას შემდეგ არაერთი რეფორმა გატარდა. მედია თავისუფალია – 10 დღეში შეიძლება გახსნა ტელევიზია. ამიტომ ვამბობ, რომ რეზოლუცია ჩემთვის არაფრის მთქმელი არ არის. ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების გატარებას აგრძელებს და პროცესი დასრულებული არ არის.

კომენტარები

TOP ირაკლი ღარიბაშვილი 2022-06-11
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

განათლების სამინისტრო: სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია

შემდეგი სტატია

მამუკა ხაზარაძე: „ლელო” ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, არ გამოიყენოს 20 ივნისის აქციის ტრიბუნა

მსგავსი სტატიები

თორნიკე რიჟვაძე: ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით ბათუმში მშობლები შვილებს ეუბნებდონენ …

თორნიკე რიჟვაძე: ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით ბათუმში მშობლები შვილებს ეუბნებდონენ …

ნინო ჩხეიძე 01 დეკ 2020
კვრიკაშვილი ტეხასში მომხდარი შემთხვევის გამო, ამერიკელებს უსამძიმრებს

კვრიკაშვილი ტეხასში მომხდარი შემთხვევის გამო, ამერიკელებს უსამძიმრებს

06 ნოე 2017
არ მგონია რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებამ სტრატეგიულ მიმართულებაზე იმოქმედოს

არ მგონია რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადებამ სტრატეგიულ მიმართულებაზე იმოქმედოს

ირაკლი შალიკაშვილი 02 აპრ 2021

უახლესი ამბები

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

  • დღე ისტორიაში – 5 ივნისი

    დღე ისტორიაში – 5 ივნისი

  • “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

    “კუჭის ოპერაციის მერე გართულება არსად უჩანდა… სიმსივნე 5 თვის წინ მოულოდნელად აღმოაჩნდა, თავიდან მძიმედ იყო, ჩაკეტილი”

  • შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

    შსს-მ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო (ვიდეო)

  • გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

    გერმანიაში თავშესაფარში, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ხანძარი გაჩნდა

  • გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

    გიორგი კაპანაძე: კადიროვის ნდობით აღჭურვილი პირების საქართველოში შემოსვლა პირდაპირ მიუთითებს „რუსული ოცნების“ მჭიდრო კავშირებზე პუტინის რეჟიმთან

  • მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

    მეუფე შიო: ჩვენი მიწიური ცხოვრება წუთისოფელი იმდენად მძიმე ხდება ზოგჯერ, განსაცდელების გამო, ნუგეში რომ არ იყოს, შეუძლებელი გახდებოდა ამის დათმენა

  • Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

    Reuters: მსოფლიოს 20 უმსხვილესი სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსნებმა უკრაინის ომი ფარულ შეხვედრაზე განიხილეს

  • ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

    ოლექსი რეზნიკოვი: ინდონეზიის სამშვიდობო ინიციატივა ჟღერს, როგორც რუსეთის გეგმა და არა ინდონეზიის გეგმა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge