როგორც ბულგარული პრესა წერს, რომ ფეხბურთელს თავის არეში აქვს დაზიანებები, რადგან მინის ნატეხი მოხვდა.
თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები წუხელ ავტოავარიაში მოყვა. ბულგარული მედიის ცნობით, ეროვნული გუნდი თბილისის აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად, ორი ავტობუსით მიდიოდა, რა დროსაც ერთი ავტობუსი მეორეს შეეჯახა.
ბულგარული პრესის ინფორმაციით, ფეხბურთელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ,თუმცა მას კიდევ არაერთი კვლევა დასჭირდება. მასთან ერთად საავადმყოფოში იმყოფება ეროვნული ნაკრების ექიმი ბისერ ბოჩევი, რომელიც ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებს.
ამ ეტაპზე მატჩის გადადება არ იგეგმება. საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა ხვალ, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები