NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ანრი ოხანაშვილი ხუნდაძის განცხადებაზე – ქვეყნის ევროპული გზა გადახედვას არ ექვემდებარება

ანრი ოხანაშვილი ხუნდაძის განცხადებაზე – ქვეყნის ევროპული გზა გადახედვას არ ექვემდებარება

10 ივნ 2022 პოლიტიკა 380 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ქვეყნის ევროპული გზა გადახედვას არ ექვემდებარება – უბრალოდ, ნურავინ გვისაყვედურებს­ გვქონდეს გულწრფელი ემოცია, რომ საკითხები სამართლიანი წესებით გადაწყვეტას დაექვემდებაროს, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი საკუთარი თანაგუნდელის დიმიტრი ხუნდაძის პოზიციას.

ოხანაშვილის თქმით, “ქართული ოცნების“ გუნდი, ქვეყანა და ხალხი ევროპისკენ მიისწრაფვის, რაც არის ცალსახა და საკითხი კითხვის ქვეშ არ დგას.

“არავის აქვს უფლება იმისა, ემოციის გამოხატვის უფლება წაგვართვას – ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის სამართლიანი თამაშის წესები და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ სამართლიანობას ეფუძნება ევროკავშირი, ევროკავშირის იდეა და ევროპული ღირებულებები. ამიტომ, თუკი გამოვხატავთ წუხილს, რომ არის საკითხები, რომლის სამართლიანობაზე კითხვები გვიჩნდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე ევროკავშირზე უარს ამბობს. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა ევროპულ ოჯახში დამკვიდრებაა – ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ჩვენი ხალხის ტრადიციებით და ქვეყნის ისტორიით.

“ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო, რომ ყველა ნაბიჯით ქვეყანა ევროპას დაახლოებოდა, რაც არის ხელშესახები და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული.

ევროპული ოჯახი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი აზრები უნდა გვქონდეს – ვინმეს გვეკრძალება პოზიციონირება, რომ ეს სწორი არ არის და ტყუილია, გთხოვთ პოზიციას გადახედოთ… – საკითხი, რომ ჩვენი გუნდი ევროპულ არჩევანს გადახედავს, არ განიხილება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

TOP ანრი ოხანაშვილი დიმიტრი ხუნდაძე 2022-06-10
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ანრი ოხანაშვილი დიმიტრი ხუნდაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დიმიტრი ხუნდაძე: სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!

შემდეგი სტატია

ხატია დეკანოიძე: ჩვენი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია „ქართული ოცნების“ ლიდერებზე

მსგავსი სტატიები

“პომპეომ და გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა”

“პომპეომ და გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა”

ნინო ჩხეიძე 19 ნოე 2020
ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

ნინო ჩხეიძე 15 ნოე 2021
შალვა პაპუაშვილი: უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის კედლებს შიგნით – ვნახავთ, ხვალ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა

შალვა პაპუაშვილი: უნდა დავაკვირდეთ როგორ მოიქცევა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის კედლებს შიგნით – ვნახავთ, ხვალ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს აშლიან თუ არა

ნინო ჩხეიძე 07 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge