NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მირიამ ლექსმანი: საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება

მირიამ ლექსმანი: საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება

09 ივნ 2022 პოლიტიკა 455 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველომ, როგორც ასოცირებულმა და ევროკავშირის კანდიდატობის მსურველმა ქვეყანამ, უნდა დაიცვას ფუნდამენტური პირობები, მათ შორის ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ მედიის თავისუფლების სერიოზულ შესუსტებას, რომელიც უფრო ფართო დემოკრატიული უკუსვლის ნაწილია, –

განაცხადა ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხზე იმართება.

ლექსმანის განცხადებით, მის მიერ ჩამოთვლილი ტენდენციები ქართველი ხალხის სურვილებსა და ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.

„მჯერა, რომ ეს ტენდენციები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და სუვერენულ საქართველოში. ის ასევე ეწინააღმდეგება მათ ევროპულ მისწრაფებებს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სრულად გამოიყენოს ქართული სამართლებრივი ჩარჩო, რათა უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, გააძლიეროს რეფორმები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის, დაამთავროს პოლარიზაცია და შეაჩეროს დემოკრატრიული უკუსვლა“, – განაცხადა ლექსმანმა.

ამას გარდა, ევროპარლამენტარის თქმით, მას სჯერა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იქნება.

„მე ასევე მჯერა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მიზნობრივი სანქციების დაწესება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, გამომდინარე მისი დესტრუქციული როლიდან ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. დასასრულს, ნება მომეცით გავიმეორო, როგორც ქართველი ხალხის მეგობარმა, რომ ჩვენ მშვიდად არ ვუყურებთ როგორ სუსტდება მედია თავისუფლება საქართველოში და როგორ მიდის დემოკრატია უკან, ეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

კომენტარები

ევროპარლამენტი მირიამ ლექსმანი 2022-06-09
ნინო ჩხეიძე
Tags ევროპარლამენტი მირიამ ლექსმანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ანა ფოტიგა: მე თქვენც მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვა

შემდეგი სტატია

სვენ მიქსერი: საქართველოში ჟურნალისტების ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია მნიშვნელოვნად უარესდება

მსგავსი სტატიები

მსოფლიოში ვაქცინების ომია – საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა და გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ

მსოფლიოში ვაქცინების ომია – საკითხი ჯანდაცვის სფეროს გასცდა და გახდა პოლიტიკური, ფინანსური, შეიძლება ნახევრად კრიმინალური სფეროს მოქმედების ქვეშ

ირაკლი შალიკაშვილი 12 აპრ 2021
მიხეილ სარჯველაძე: თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში პოდოლიაკი

მიხეილ სარჯველაძე: თუკი ვინმეს ტონი და საკუთარი საუბრის შინაარსი აქვს გასაფილტრი, ეს არის პირველ რიგში პოდოლიაკი

ნინო ჩხეიძე 11 აგვ 2022
სალომე ზურაბიშვილი: მე ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: მე ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 04 მარ 2022

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge