NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ანა დოლიძე: დღეს რომ ადამიანს წყალი არ აქვს რომელ ევროკავშირში გვინდა შესვლა?

ანა დოლიძე: დღეს რომ ადამიანს წყალი არ აქვს რომელ ევროკავშირში გვინდა შესვლა?

09 ივნ 2022 საზოგადოება 291 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს რომ ონკანში წყალი გვაქვს, ეს ჩვენი უფლებაა, გარეთ 21-ე საუკუნეა. ჩვენს ქვეყანას აქვს ათიათასობით მდინარე და წყლის რესურსი, ასევე ასეთი მომსახურებებისთვის გადასახადებს ვიხდით. დღეს რომ ადამიანს წყალი არ აქვს რომელ ევროკავშირში გვინდა შესვლა? – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ კომპანია GWP-სთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების და მერიის აზრით, წყლის ქონა არის ისეთი მოვლენა, რომლისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად მადლობელნი უნდა ვიყოთ.

ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში 24-საათიანი წყალმომარაგება მხოლოდ რამდენიმე ქალაქში არის, სხვა ქალაქებში კი ეს ფუფუნებაა. ამ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები კი იმ ჭებით სარგებლობენ, რომელიც საქართველოს პირველ საუკუნეშივე ჰქონდა.

„GWP არის მონოპოლისტი კომპანია. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელიც წყლის მომსახურებას გვაწვდის. ჩვენ მონოპოლისტების ზედამხედველობაში მეტი ზედამხედველობა და ჩარევა გვჭირდება. ამისთვის არის საჭირო სახელმწიფო, მერია, საკრებულო და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომპანია. იმის ნაცვლად, რომ ამ სტრუქტურებმა მონოპოლისტ კომპანიებს პასუხი მოსთხოვონ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოვიდა და თქვა, რომ GWP კერძო კომპანიაა და ეს ქსელები მის საკუთრებაშია. ეს არის სამარცხვინო განცხადება, რადგან ის არის ქალაქის თავი და ამ ქალაქის მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული პირი. მას უნდა დაეცვა GWP-ის აბონენტების ინტერესები, რომელთა რიცხვიც 500 000-ს შეადგენს, ამის მაგიერ კი გამოვიდა, GWP-ის საქციელი გაამართლა და ახსნა. ეს არასწორია,“- აცხადებს ანა დოლიძე.

„ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, ჩვენ პირველ რიგში უნდა მივეჩვიოთ, რომ 21-ე საუკუნეში წყლის ქონა არ არის საოცრება და ტექნოლოგიური გარღვევა. ეს არის ჩვენი საკუთარი უფლება.

კომენტარები

gwp ანა დოლიძე 2022-06-09
ირაკლი შალიკაშვილი
Tags gwp ანა დოლიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი რუხაძე: არ გაგიკვირდეთ, მმართველი გუნდის ლიდერებმა ისიც რომ თქვან …

შემდეგი სტატია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება

მსგავსი სტატიები

51-ე საჯარო სკოლასთან დილიდან დგას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი

04 დეკ 2017
ზაალ ანდრონიკაშვილი: როდესაც ამ მეხსიერებას იყენებ დღევანდელი დანაშაულის მისაჩქმალად, დასამალად, გასამართლებლად …

ზაალ ანდრონიკაშვილი: როდესაც ამ მეხსიერებას იყენებ დღევანდელი დანაშაულის მისაჩქმალად, დასამალად, გასამართლებლად …

ნინო ჩხეიძე 09 ნოე 2020
ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები პროკურატურისგან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვენ

ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები პროკურატურისგან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას ითხოვენ

01 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge