NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»უსუფაშვილი: უნდა შეწყდეს ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ევროპაზეა

უსუფაშვილი: უნდა შეწყდეს ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ევროპაზეა

07 ივნ 2022 პოლიტიკა 331 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ლელო“ არ სვამს კითხვას, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობას, ისევე, როგორც არ სვამს კითხვას იმსახურებს თუ არა ქართველი ხალხი სუფთა ჰაერს? იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ევროპული ინტეგრაცია, საბოლოო ჯამში ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა ისეთივე ჰაერივით სასიცოცხლო აუცილებლობაა, როგორც ჰაერი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენ სხვა კითხვას ვსვამთ – გავაკეთეთ ან ვაკეთებთ თუ არა ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ამ მიზანს? – ამის შესახებ „ლელო – საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ევროპა საქართველოსგან ელის საგანგებო ზომების მიღებას და გონს მოსვლას.

„უმრავლესობას შევთავაზეთ და ახლაც გთავაზობთ ერთიანი გზავნილი გავაგზავნოთ ევროპაში – ეს არის შარლ მიშელის შეთანხმებაზე დაბრუნება. რატომ? ავიკვიატეთ შარლ მიშელი? – არა! იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე სწორი, ყველაზე მოკლე და ეფექტური გამოსავალი. რატომ? – იმიტომ, რომ ევროკავშირი და ევროპა ბოლო თვეებში გადასულია მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების საგანგებო რეჟიმზე. ბევრი რამ, რაც 6 თვის წინ შეუძლებელი იყო დღეს შესაძლებელია. თავად ევროპამ აღიარა თავისი წილი შეცდომები 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის პერიოდში დაკავებული პოზიციების გამო, ყირიმის რუსეთის ანექსიის დროს ევროპის მიერ დაკავებული პოზიციების გამო. მათ თვითონ განაცხადეს მზაობა განიხილონ ჩვენი განაცხადი კანდიდატის სტატუსის მოპოვების თაობაზე. რას ელის ევროპა ასეთ ვითარებაში საქართველოსგან? – ელის ჩვენი მხრიდან ასევე საგანგებო ზომების მიღებას და გონს მოსვლას. საით მივდიოდით და მიდის თუ არა ეს გზა ევროპისკენ. ევროპა ელის ჩვენი საკუთარი შეცდომების გათვალისწინებას ეს ამ 9 წელიწადში იყო, იმ ცხრა წელიწადში თუ იმის იქით 18 წელიწადში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, უნდა შეწყდეს ქედმაღლური პოზიციონირება, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი ევროპაზეა.

„არ არის ეს ასე! სწორი პოზიციაა არა იქით დამუნათება, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ ვიმსახურებთ, არამედ მათთან დიალოგი, იმის აღიარება, რომ გვაქვს მოსაგვარებელი საკითხები. მივიღებთ სტატუსს თუ ვერ მივიღებთ, ეს საკითხები ჩვენ მაინც მოსაგვარებელი გვაქვს. ჩვენ ყველა შემთხვევაში დასალაგებელი გვაქვს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი არა რეფორმები, არამედ ფუნდამენტური რესტარტი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

TOP დავით უსუფაშვილი ევროკავშირი 2022-06-07
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP დავით უსუფაშვილი ევროკავშირი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“მე ისინი მეზიზღებიან, ნაძირლები არიან, სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ გაქრნენ”

შემდეგი სტატია

მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო – ლეგენდარული ჯენიფერ ლოპესი

მსგავსი სტატიები

შსს-ს დელეგაცია ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს ეწვია

18 ოქტ 2017

ოპოზიცია უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანია „არქის“ საკითხს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს

13 აპრ 2018
ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია

ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია

ირაკლი შალიკაშვილი 23 თებ 2021

უახლესი ამბები

  • მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

    მთავარი პრობლემაა, სასამართლოში არსებული ჯგუფი, რომელსაც აქვს გავლენა, ეს არის უნიკალურად ქართული პრობლემა, რაც უნიკალურ გამოსავალს საჭიროებს

  • ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

    ზურაბ ჯაფარიძე: ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მზად იქნება დღის შუქზე გამოვიდეს და ამ სისტემას დაუპირისპირდეს, ჩემთვის არის ღირებული

  • “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

    “ნაპოლის” ერთ-ერთი გულშემატკივრი: … ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო

  • კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

    კვარას პირველი გოლი სერია A-ში (ვიდეო)

  • ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

    ფინეთს პრემიერ-მინისტრი: როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები

  • გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

    გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების შეტევა 6 მიმართულებით მოიგერიეს

  • ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

    ოლაფ შოლცი: გვესმის, რომ ბევრი ადამიანი გარბის რუსეთიდან, რადგან არ ეთანხმებიან რეჟიმს – გადაწყვეტილებებმა, რომელსაც ვიღებთ …

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

    თამარ ბაღაშვილი “მთავარ არხს” ტოვებს

  • მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

    მძიმე და ხანგრძლივი ფიქრი ჯანმრთელობას აზიანებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge