NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ჯანმრთელობა»როგორ ვებრძოლოთ კვებით აშლილობას

როგორ ვებრძოლოთ კვებით აშლილობას

07 ივნ 2022 ჯანმრთელობა 2148 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კვებითი აშლილობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას განსხვავებული სიმპტომატიკა და ჩვენებები ახასიათებს. არსებობს რამდენიმე ფორმა, ანორექსია, ბულემია და ჭარბი კვების დარღვევა. მითია ის, რომ კვებითი აშლილობა მხოლოდ გამხდარ ადამიანებს ახასიათებთ, ეს შეიძლება ნებისმიერი ფორმის და წონის მქონე ინდივიდს დაემართოს. არ შეიძლება ამ ფაქტის უგულებელყოფა და იმის თქმა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან კვებითი ფუნქციების დარღვევამ ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ სერიოზული მენტალური ზიანიც შეიძლება მიაყენოს.

კვებითი აშლილობის მკურნალობაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ურთიერთობები. როგორც წესი ადამიანებს ამ თემაზე საუბარი უჭირთ, ამიტომ თუ ხედავთ, რომ თქვენი ახლობელი, მეგობარი ან ოჯახის წევრი აღნიშნული დაავადების მქონეა, მაშინ აუცილებლად გადადგით პირველი ნაბიჯი. მზად იყავით იმისთვისაც, რომ ისინი ამას უგულებელყოფენ და ეცდებიან უარყონ თავიანთი პრობლემები. იყავით მომთმენი და დაუჭირეთ მხარი მათ, რათა შეძლონ იმაზე საუბარი, რაც აწუხებთ.

რაც შეეხება მკურნალობის მეთოდებს, სპეციალისტის ჩარევა პრიორიტეტია. თუ კვებითი აშლილობის რომელიმე ტიპი გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ თერაპევტს, რომელიც გაგიწევთ, როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ სამედიცინო დახმარებას. ასევე თერაპია ამ პრობლემის მოგვარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია. ეს დაგეხმარებათ ნეგატიური ფიქრების და ჩვევების დამარცხებაში, რომლებიც რეალურად დგას კვებითი დარღვევების უკან. თერაპია ადამიანს რთულ ემოციებთან, სტრესთან, პრობლემებთან და წარსულის ტრამვებთან გამკლავებას ასწავლის.

იმ შემთხვევაში თუ ვინმეს ძლიერი დეპრესია ან სამედიცინო გართულებები აწუხებს, მაშინ შესაძლოა აუცილებელი გახდეს ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ამისგან თავის დასაცავად, საჭიროა მოხდეს დროული რეაგირება. მიმართეთ დიეტოლოგს, გაიარეთ კვების კონსულტაცია, რაც დაგეხმარებათ ცნობიერების ამაღლებაში და დაბალანსებული საკვები რაციონის შედგენაში.

გისურვებთ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.

წყარო: helpguide.org

კომენტარები

კვებითი აშლილობა 2022-06-07
anna
Tags კვებითი აშლილობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო – ლეგენდარული ჯენიფერ ლოპესი

შემდეგი სტატია

თეა წულუკიანი: პრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში ელჩების დანიშვნის შესახებ სიტყვა არ ეთქმის

მსგავსი სტატიები

სუმია სვამინათანი: აცრა კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე შეგიძლიათ

სუმია სვამინათანი: აცრა კორონავირუსისგან სრულად გამოჯანმრთელებისთანავე შეგიძლიათ

ნინო ჩხეიძე 24 აგვ 2021
დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ნინო ჩხეიძე 22 აგვ 2021
ეკატერინე ტიკარაძე: საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

ეკატერინე ტიკარაძე: საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

ნინო ჩხეიძე 18 მარ 2021

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge