NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»მანჯგალაძე: პრეზიდენტს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა – საერთოდ გამოგკეტავთ სახლში

მანჯგალაძე: პრეზიდენტს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა – საერთოდ გამოგკეტავთ სახლში

07 ივნ 2022 პოლიტიკა 244 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პრეზიდენტს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა – საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეუძლიათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „დაუღრიალონ.“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სხვადასხვა საკითხებში ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შესაძლოა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ, თუმცა, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს ეუბნება, რომ ამ განსხვავებული აზრის გამო, დაისჯება.

„კობახიძე პოლიტიკურ ტროლად ჩამოყალიბდა, რადგან არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ ამ ადამიანებს, არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ ხალხის წინაშე, უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და პრემიერ-მინისტრს რომ ვხვდები, შეშინებულები არიან. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პარტიის თავმჯდომარე, პაპუაშვილი ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იეჭვინოს და არ იფიქროს, რომ ამათმა მართლა დაიჯერეს, რომ ხელისუფლებას მართავენ და მაშინვე მოაშორებენ. თოკით არიან დაბმულები, ძალიან მიშვებულიც არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, შეუძლიათ დაუღრიალონ სალომე ზურაბიშვილს. შიგნით არავინ არაფერს არ წყვეტს. მერე დასჯის ბიძინა და ამიტომ თამაშობენ მოკლე დისტანციაში.

პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ როგორც თვითონ არიან არც ისე გრძელი თოკებით მობმული, ისეთივე თოკი გაქვს შენც და ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნაო. არც შენ ხარ პრეზიდენტი, ყველა ერთი კაცის ნებას ვასრულებთ და არ დაგავიწყდეს, რომ ბიძინას წიაღში ყველა ერთი ვართო. განსხვავებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ რაღაც საკითხებზე სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ძალიანაც არ გაგიტკბეს ამ განსხვავებული პოზიციებში ყოფნა, თორემ დაისჯებიო. ჩამოგართმევთ ელჩების დანიშვნის ნაწილში დისკრეციას, ასევე სხვა მიმართულებითაც და საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო, ამას ეუბნებიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი პაატა მანჯგალაძე 2022-06-07
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი პაატა მანჯგალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კითხვები რომლებზეც კაცობრიობას პასუხები არ აქვს

შემდეგი სტატია

მამუკა ხაზარაძე თბილისის რკინიგზის სადგურზე უკრაინულ სიმღერას მღერის (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

“მოვუწოდებთ, პარლამენტის წევრებს, გულისყურით მოეკიდონ წამყვანი კომიტეტის დასაბუთებულ პოზიციას”

12 დეკ 2017

„მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია“

სოსო ელისაშვილი 29 ოქტ 2018
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა იმ პროფესიის ადამიანებს მოამზადებს, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია”

„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა იმ პროფესიის ადამიანებს მოამზადებს, რომელთა დასაქმებაც პრაქტიკულად გარანტირებულია”

12 იან 2018

უახლესი ამბები

  • ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

    ჯო ბაიდენმა “ინფლაციის შემცირების აქტს” მოაწერა ხელი – რას ითვალისწინებს ახალი კანონი

  • აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

    აშშ „მსოფლიო სასურსათო პროგრამისთვის“ უკრაინულ ხორბალს შეისყიდის

  • ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

    ეროვნული ბანკი: 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8019 ლარი გახდა

  • ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

    ანტონიო გუტერეში ლვოვში ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

  • “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

    “პო­ლი­ტი­კუ­რი უტიფ­რო­ბაა, როცა ღა­რიბ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ომით და­ზა­რა­ლე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ჩა­დი­ხართ მი­ლან­ში ნა­ყი­დი პალ­ტო­ე­ბით, პი­ჯა­კე­ბით”

  • ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

    ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება

  • ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

    ბანკირმა და მოსკოვის საკულტო კლუბის Soho Rooms-ის თანამფლობელმა დენ რაპოპორტმა თავი მოიკლა

  • რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

    რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის ჟიტომირის რეგიონზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

  • DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

    DDT-ს სოლისტი იური შევჩუკი: ახლა ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, რატომ … (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge