NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

06 ივნ 2022 პოლიტიკა 304 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს მთავრობამ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით სარჩელით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.

რევაზ ჯაველიძის თქმით, კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.

“დღეს საქართველოს მთავრობამ, სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ორგანოთა უფლებამოსილების შესახებ დავასთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში, აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას”.

საპარლამენტო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, კონსტიტუცია ასევე განამტკიცებს არააღმასრულებელი პრეზიდენტის ინსტიტუტს – კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის უფლებამოსილებას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ რომელი ელჩის ან დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მუშაობა არის კონკრეტულ ვითარებაში ყველაზე მეტად მიზანშეწონილი შესაბამის სახელმწიფოში ან ორგანიზაციაში, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური პრეროგატივაა.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებების უარყოფა არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე”,-აღნიშნავს რევაზ ჯაველიძე, რომლის კომენტარსაც საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

TOP რევაზ ჯაველიძე საქართველოს მთავრობა 2022-06-06
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რევაზ ჯაველიძე საქართველოს მთავრობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სერგეი ლავროვი: რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა

შემდეგი სტატია

სალომე ზურაბიშვილი: წარმოუდგენელია და ლოგიკას არ ექვემდებარება პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიურად განწყობილი და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურებები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული

მსგავსი სტატიები

უმრავლესობის სხდომაზე საერთოდ არის ხოლმე ხმაური და ახლა როგორ იქნებოდა მშვიდი, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია

უმრავლესობის სხდომაზე საერთოდ არის ხოლმე ხმაური და ახლა როგორ იქნებოდა მშვიდი, მაგრამ ხმის აწევას ადგილი არ ჰქონია

ირაკლი შალიკაშვილი 13 ნოე 2019
ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

ირაკლი შალიკაშვილი 04 ოქტ 2019

საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს პროექტს იწყებს

სოსო ელისაშვილი 22 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge