NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მეუფე შიო: უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ნამდვილად ვიყოთ ღვთის შვილები, გავახაროთ უფალი ჩვენი, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით

მეუფე შიო: უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ნამდვილად ვიყოთ ღვთის შვილები, გავახაროთ უფალი ჩვენი, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით

05 ივნ 2022 საზოგადოება 362 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა – ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს , – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) აღდგომიდან მეშვიდე, პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენების კვირას ქადაგებისას ისაუბრა.

მან მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.

„დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც შეიკრიბნენ ნიკეაში 325 წელს არიოზის მწვალებლობის განსახილველად და დასაგმობად. ეს სწავლება იყო ძალიან სახიფათო ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ძირეულად არღვევდა ჩვენი სარწმუნოების არსს და ამბობდა, რომ უფალი იესო ქრისტე არ არის ღმერთი, არამედ არის ქმნილება, მართალია, უმაღლესი ქმნილება, მაგრამ მაინც ქმნილებაა, ხოლო სულიწმიდა არის უკვე იესო ქრისტეს ქმნილება.

აი, მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სწავლება იყო. წმინდა მამები ამხელდნენ ამ სწავლებას, სულის გადარჩენის სწავლების თვალსაზრისით. ისინი ამბობდნენ, რომ თუ დავუშვებთ, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სულის ცხონებაც ფანტაზია ყოფილა და ჩვენ არ ვეზიარებით ცოცხალ ღმერთს, არამედ ქმნილებას. შესაბამისად, იესო ქრისტეს სწავლებაც არ ყოფილა საღმრთო, არ ყოფილა უტყუარი, არამედ – ადამიანური და, შესაბამისად, არაჭეშმარიტი და ა.შ.

ამ კრებაზე შემოიტანეს ახალი ტერმინი ,,ჰომოუსიოსი”, ანუ ერთარსი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ ჩვენს ,,მრწამსში”. როგორც გახსოვთ, ამ წმინდა კრებაზე მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და გამორჩეული მოღვაწე, მართლმადიდებლობის მამად წოდებული, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მოგვივლინა ასეთი ადამიანები, ასეთი დიდი მოღვაწეები და მამები უფალმა.

დღეს წარმოდგენილია სახარება, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს ძე ღმერთის ერთარსობა მამასთან, სადაც ჩანს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმერთი, მაცხოვარი სოფლისა და რომ სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, რომ ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა.

აი, სახარების ამ მონაკვეთში, ლოცვაში უფალი იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს, რომ ,,მე და მამა ერთნი ვართ”, ანუ ძე ღმერთი და მამა ღმერთი ერთნი არიან. და როცა მიმართავს ზეციერ მამას, ამბობს, რომ ,,ყველაფერი ჩემი შენია”. ამაზე წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ეს გასაგებია, ღვთისაა ყველაფერი, მაგრამ იქვე დასძენს მაცხოვარი, რომ ,,და ყოველივე შენი ჩემია”.

აი, ეს უკვე ნიშნავს სწორედ ამ ერთობას და ერთარსობას. ასეთი რამ არავის უთქვამს არცერთ რელიგიაში, არცერთ ადამიანს. ღმერთი განკაცდა, ხორცი შეისხა მეორე ჰიპოსტასმა ყოვლადწმინდა სამებისა და როგორც ამბობს იესო ქრისტე, მისია ყოველივე, რაც ღვთისაა და, შესაბამისად, განკაცების შემდგომ ჩვენია ყველაფერი, რაც ქრისტესია. ანუ ღმერთი განკაცდა იმისთვის, რომ ადამიანებიც განაღმრთოს და მადლით ღმერთები გავხდეთ. ვიმეორებ, ხაზს ვუსვამ – მადლით და არა ბუნებით, რა თქმა უნდა, რომ ყოველივე, რაც ქრისტესია, ჩვენი გახდეს. ამას გვაძლევს ჩვენ წმინდა ეკლესია, ეკლესიაში თანაზიარების, საიდუმლოებებში მონაწილეობის მეშვეობით ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს, რომელიც არის თავი ჩვენი საეკლესიო სხეულისა.

შემდეგ უფალი ამბობს, თუ რა არის საუკუნო სიცოცხლე. იგი კვლავ მამაზეციერს მიმართავს და ამბობს, რომ საუკუნო სიცოცხლე არის – ,,გიცნობდნენ შენ და შენგან მოვლენილ იესო ქრისტეს”. ამრიგად, სულის გადარჩენა – ეს არის შეცნობა ღვთისა, მამა ღმერთისა და შეცნობა მის მიერ მოვლენილი ძე ღმერთისა, იესო ქრისტესი, შეცნობა მისი ეკლესიის მეშვეობით, მისი მცნებების შესწავლა.

როგორ ხდება შეცნობა? როგორ შეგვიძლია ჩვენ, შევიცნოთ უფალი? – მხოლოდ სულიწმიდის მეშვეობით, რომლის გარდმოსვლასაც ჩვენ მალე, ამ რამდენიმე დღეში ვიზეიმებთ. უფლის ამაღლების შემდეგ სულიწმიდა მოქმედებს ეკლესიაში და სწორედ ის, სულიწმიდა უფალი, გვაერთებს ღმერთთან, იესო ქრისტესთან და შეცნობა სწორედ აი, ამ გზით ხდება, როდესაც ჩვენს გულში შემოდის სულიწმიდა, ეს არის ენერგია ღვთისა, აი, ამის შედეგად ჩვენ ვიცნობთ უფალს და უფალი გვიცნობს ჩვენ.

გახსოვთ იგავი ათი ქალწულის შესახებ, წმინდა ნინოს ხსენების დღეს იყო წაკითხული. უფალი ეტყვის სულელ ქალწულებს, რომ ,,მე თქვენ არ გიცნობთ” . ,,არ გიცნობთ” – ეს იგავური ფორმის გამოთქმაა. ეს ნიშნავს, რომ ,,სულიწმიდა არ არის თქვენში”. როცა შემოდის ჩვენში ეს მადლი, ჩვენ მისი მეშვეობით ვიცნობთ უფალს და ისიც გვიცნობს ჩვენ.

საერთოდ, ეს ლოცვა, ეს ადგილი სახარებიდან ალბათ თავისი სიღრმითა და მნიშვნელობით, თუ ყველაზე გამორჩეული არა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანია.

ბოლოს, ამავე ლოცვაში უფალი ეტყვის მამაზეციერს, რომ ,,მე ამ ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ სიხარული მათი (ანუ ჩვენთვის ლოცულობს, მისი მორწმუნეებისთვის, პირველ რიგში, მისი მოციქულებისა და შემდეგ მთელი ეკლესიისთვის) იყოს სავსებით”. ანუ სიხარული ჩვენი იყოს სრულყოფილი. აი, ამას სთხოვს მამა ღმერთს უფალი იესო ქრისტე, რომ ჩვენ გავიხაროთ, რომ ჩვენ ,,სიხარული სავსებით იყოს”. ეს არის აზრი ყველაფერ იმისა, რაც გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ, რომ სიხარული მოგვანიჭოს ჩვენ. ეს არის აზრი ყოველივე იმისა, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მთავარი ესაა, ამაზეა საუბარი, რომ მივიღოთ ეს სიხარული, ამისთვის არის შექმნილი ადამიანი და ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს. უფალ იესო ქრისტესთვის კი ჩვენ ვართ სიხარული, ყველა, ადამიანი მისთვის სიხარულია, ჩვენთვის კი მთავარი სიხარული – ეს არის ვინ? იესო ქრისტე, მთელი ჩვენი სიხარული, მაცხოვარი ჩვენი.

ღმერთმა მოგვცეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული.

ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ერთ ადგილას, რომ ,,ამაზე დიდი სიხარული არაფერია ჩემთვის, ვიდრე ის, ვიცოდე, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებით დადიან”.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ნამდვილად ვიყოთ ღვთის შვილები, გავახაროთ უფალი ჩვენი, ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, მივემთხვიოთ ამ სიხარულს და ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, რაც არის შემეცნება, შეცნობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ”,- ნათქვამია მიტროპოლიტის ქადაგებაში.

კომენტარები

TOP მეუფე შიო 2022-06-05
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მეუფე შიო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პუტინის განცხადებით, რუსეთი ახალ სამიზნეებზე იერიშს მიიტანს თუ დასავლეთი უკრაინისთვის …

შემდეგი სტატია

თეა წულუკიანი: დიდი თემურ ჩხეიძე დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს

შალვა პაპუაშვილი კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს

ნინო ჩხეიძე 18 იან 2023
თეა წულკიანი: მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს

თეა წულკიანი: მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს

ნინო ჩხეიძე 29 სექ 2020
მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს

ნინო ჩხეიძე 07 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

    დმიტრი მედვედევი: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში მთელი უკრაინა დაიწვება

  • ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსული ნავთობპროდუქტების ფასის ზედა ზღვარი დაამტკიცა

  • „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

    „ფორმულა“ ოპერატორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

  • რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

    რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ სუდანში ჩავიდა

  • „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

    „სასამართლოს გუშაგი“: სასამართლო სისტემაში რეკორდულად დაბალი კონკურენციაა – მოსამართლის 76 ვაკანტურ ადგილზე 20-ზე ნაკლები კანდიდატია

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge