NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა» შალვა პაპუაშვილი: არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს

 შალვა პაპუაშვილი: არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს

03 ივნ 2022 პოლიტიკა 297 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სწორედ საქართველოს მთავრობის დამსახურებით და „ქართული ოცნების“ პირობებში გახდა შესაძლებელი პროგრესი – ვფიქრობ, არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ევროინტეგრაციის პროცესში ხელისუფლებისადმი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტია.

„რაც შეეხება ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესს და სწორი ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი მიჰყავს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს. სწორედ საქართველოს მთავრობის დამსახურებით და „ქართული ოცნების“ პირობებში შესაძლებელი გახდა პროგრესი. იგულისხმება, პირველი- 2014 წელს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებოდა, სანამ შეთანხმება მოხდებოდა. მეორე – სწორედ გატარებული რეფორმების შედეგად საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში. მესამე – ჩვენ ვართ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა 2024 წელს განაცხადის შეტანის გეგმა, ამას მაშინ ირონიით უყურებდა ყველა, მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი. ირონიით უყურებდნენ, რომ საქართველო და მმართველი გუნდი პრეტენზიას აცხადებდა, რომ 2024 წელს გააკეთებდა განაცხადს კანდიდატობაზე. დღეს ისინი, ვინც ირონიულად და სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესს, გვევლინებიან ისე, თითქოს ისინი არიან მთავარი წამყვანები ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.

რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას. ვფიქრობ, არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინას თუ მოლდოვას. დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მომენტია. ევროკავშირმა თავად გახსნა ეს შესაძლებლობა – როდესაც განაცხადი გავაკეთეთ, თავად დააჩქარა პროცესი, როდესაც კითხვარი, რომლის შედგენასაც თვეები სჭირდება, რამდენიმე კვირაში შეადგინა და პასუხები მოგვთხოვა ერთ თვეში და არა ერთ წელში, როგორც ტრადიციულად ხდება ხოლმე. ამით სიგნალი მოგვცა სამივე ქვეყანას, რომ მზად არის ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ახლა დროა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და არა ის, რომ კრიტიკის ჭუჭრუტანით უყუროს საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის კრიტიკას კიდევ ერთ საკითხზე – შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე, პაპუაშვილმა ზურაბიშვილის და ოპოზიციის კრიტიკა არ გაიზიარა.

რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, რამდენიმე დღის წინ „ლელოსგან“ მოვისმინეთ მოწოდება. „ლელომ“ თავად დატოვა 19 აპრილის შეთანხმება. 19 აპრილის შეთანხმებაში ერთადერთი მოთხოვნა ოპოზიციის მიმართ იყო პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობა. პარტია „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საკუთარი განცხადებით დატოვა პარლამენტი. რაზეა საუბარი, როდესაც თავად პარტიის თავმჯდომარე არღვევს 19 აპრილის შეთანხმებას. მეორე მხრივ კი ამ შეთანხმების დამცველად გვევლინება. ეს არის ქართული პოლიტიკის ფარისევლობა, რომელიც მედიალანდშაფტში ხანდახან იმალება ხოლმე, მაგრამ ყველაფერი დამალული ადრე თუ გვიან ცხადი ხდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. მისი თქმით, „ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად და სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“.

რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის გაფორმებული დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და „სამწუხაროა, რომ ანულირებულად გამოცხადდა“.

კომენტარები

TOP ახლოს ევროკავშირთან შალვა პაპუაშვილი 2022-06-03
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ახლოს ევროკავშირთან შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმომ წარმოება გაზარდა

შემდეგი სტატია

ულრიკ თიდესტრომი: რეფორმები, რეფორმები და რეფორმებია გზა ევროპისკენ – მეორე საკითხია, რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში

მსგავსი სტატიები

ამ დროისთვის დათვლილი 3 007 უბნის მონაცემებით – „ქართულმა ოცნება“ 48.36%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ – 26,35%, „ევროპულმა საქართველო“  3.79%

ამ დროისთვის დათვლილი 3 007 უბნის მონაცემებით – „ქართულმა ოცნება“ 48.36%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ – 26,35%, „ევროპულმა საქართველო“ 3.79%

ნინო ჩხეიძე 01 ნოე 2020
ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა

20 აგვ 2018
კორპუსში გაზის სუნი არ შეინიშნებოდა – „ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომელი

კორპუსში გაზის სუნი არ შეინიშნებოდა – „ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომელი

18 იან 2019

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge