NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»“მეცნიერება არ იმართება სპეცსამსახურის მეთოდებით”

“მეცნიერება არ იმართება სპეცსამსახურის მეთოდებით”

03 ივნ 2022 საზოგადოება 226 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფესიული კავშირის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული მუზეუმიდან და კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სხვა ისტიტუციებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, მეცნიერები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, რომელთაგან ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენაა. აქციის წევრები ასევე ითხოვენ არქეოლოგებისთვის ველზე მუშაობის ნებართვების გაცემას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან და ინფორმაციას მუზეუმში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ. მოთხოვნებს შორისაა მუზეუმის ყველა თანამშრომლისთვის ხელფასის ზრდა 100%-ით და სამეცნიერო დამოუკიდებლობა. ეროვნული მუზეუმიდან 24 მაისს 21 მეცნიერ-თანამშრომელი გაათავისუფლეს – მათ სამუშაო ხელშეკრულებები 1 ივნისს გაუუქმდათ. ეროვნული მუზეუმიდან ასევე გაათავისუფლეს კონსულტანტების სტატუსით გაფორმებული ასაკოვანი მეცნიერები, რომელთა ხელფასი 160 ლარს შეადგენდა. გათავისუფლების ბრძანებებს ხელს გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი აწერს, რომელსაც ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით დევნასა და განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. გათავისუფლებული მეცნიერების უმეტესობა მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირებშია გაწევრიანებული, რომელიც ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ შეიქმნა. ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების მასობრივ გათვისუფლებას წინ უძღოდა გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვა, მუზეუმის მართვის დირექტორატისთვის გადაბარება და ახალი სამეცნიერო საბჭოს არჩევა. კულტურის მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრებით დაკომპლექტებულმა დირექტორატმა 2022 წლის თებერვალში ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო გრანტების შეჩერება მოსთხოვა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს, რომელსაც სამწლიანი კვლევები დასაფინანსებლად კონკურსის წესით ჰქონდა შერჩეული. ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა მეცნიერებმა არ იციან, მიეცემათ თუ არა მათ საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელების საშუალება – ფონდებში მუშაობისა და ველზე ექსპედიციებისთვის მათ ნებართვა სამინისტროსგან უნდა მიიღონ.

კომენტარები

TOP საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2022-06-03
ნინო ჩხეიძე
Tags TOP საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი გახარია: „ოცნება“ დღეს არც პროევროპულია, არც პრორუსულია და არც პროქართული, პრობიძინურია

შემდეგი სტატია

ემანუელ მაკრონი: …ვუთხარი, რომ მან ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა თავისი ხალხისთვის

მსგავსი სტატიები

cnews.ge: ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა

cnews.ge: ლაშა ნაცვლიშვილმა საქართველო დატოვა

ნინო ჩხეიძე 06 აპრ 2021
საგარეო უწყების ინფორმაციით, საკონსულოს დახმარების თხოვნით ყაზახეთში მყოფმა საქართველოს 8 მოქალაქემ მიმართა

საგარეო უწყების ინფორმაციით, საკონსულოს დახმარების თხოვნით ყაზახეთში მყოფმა საქართველოს 8 მოქალაქემ მიმართა

ირაკლი შალიკაშვილი 06 იან 2022
გია გაჩეჩილაძე:  იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ვეძებთ, თანამდებობებზე რომ ნიშნავს, ეს რა არის?! ეს მტრული სახელმწიფო არ არის?!

გია გაჩეჩილაძე: იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ვეძებთ, თანამდებობებზე რომ ნიშნავს, ეს რა არის?! ეს მტრული სახელმწიფო არ არის?!

ნინო ჩხეიძე 08 აპრ 2022

უახლესი ამბები

  • ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლასი: ყირიმში მომხდარი აფეთქების მიზეზი სიგარეტის ნამწვი ვერ იქნება

  • დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

    დმიტრი პესკოვი: …შესაძლებელია თუ არა ჩაიკოვსკის უარყოფა? შეუძლებელია

  • მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

    მედია: მშობლების ქონება და ლაბორანტის პროფესია – ვინ არის და რა ქონებას ფლობს “ოცნების” დეპუტატი, რომელიც რუსებთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებს

  • მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

    მედია: რაშისტული სვასტიკები – რა დააფიქსირეს შეკვეთილში კამერებმა?

  • ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

    ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად

  • მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

    მიხაილო პოდოლიაკი: საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ

  • ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

    ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

  • Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

    Coldplay-ის კონცერტზე სვიატოსლავ ვაკარჩუკმა “Обійми” შეასრულა (ვიდეო)

  • ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

    ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

  • რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

    რუსული ვერტმფრენი მი-8 ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge