NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვოლსკი: სააკაშვილმა უნდა იმკურნალოს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს

ვოლსკი: სააკაშვილმა უნდა იმკურნალოს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს

02 ივნ 2022 პოლიტიკა 477 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მეტი უნდა ისმოდეს ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ისე ანგაჟირებული, როგორც თუნდაც „ემპათიის“ წარმომადგენლები – სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხრიკი სასჯელისგან გათავისუფლებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადად საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი ვერ იტანს გარემოს, სადაც იმყოფება, მაგრამ საზოგადოება ვერ ისმენს იმის ინფორმაციას, თუ რა სამედიცინო სერვისი სჭირდება მას, რაც საქართველოში არ მიეწოდება.

„აქცენტი ძირითადად იმაზეა, რომ სააკაშვილი, როგორც პატიმარი, ვერ იტანს ისეთ გარემოს, რომელში ყოფნას იგი არ არის შეჩვეული, ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც მის ჯანმრთელობაზე მოქმედებს ცუდად. გარდა, ამისა, არის თვითდაზიანების ფაქტები, როცა სამედიცინო მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილს არ იღებს. ხშირად კეთდება პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის, უმრავლესობის მხრიდან, მაგრამ რეალურად მეტი უნდა ისმოდეს ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ისე ანგაჟირებული, როგორც თუნდაც „ემპათიის“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება მოთხოვნას, „ემპათიასთან” ერთად სახელმწიფომ მათი ნდობით აღჭურვილი ექსპერტებიც დაუშვან სააკაშვილთან და შემუშავდეს ერთობლივი დასკვნა, ვოლსკი აცხადებს, რომ თუ სააკაშვილი დანიშნულ მკურნალობას მიიღებს, მდგომარეობა გაუმჯობესდება და დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა.

„საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის ექიმები ემსახურებიან. ვფიქრობ, ყველაფერი არის სპეკულაცია, როცა ამოცანა არის არა მიშას ჯანმრთელობის გადარჩენა ისევე, როგორც შიმშილობის დროს მოუწოდებდნენ შიმშილობა არ შეეწყვიტა და რაც შეიძლება მეტად დაეზიანებინა საკუთარი თავი, პოლიტიკურ ბრძოლაში არიან შესულები და ამ ბრძოლის ერთ- ერთი ელემენტია მუდმივად მოთხოვნა, რომ შევიდეს დამატებით სამედიცინო პერსონალი, რომ რაღაც საკითხი განიხილონ, რომელიც ეხება მისი საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობას. ჩვენ არ გვაქვს არავითარი საფუძველი, არ ვენდობოდეთ იმ ჰოსპიტლის პერსონალის კვალიფიკაციას, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია და თუ არა თვითდაზიანების მეთოდი, როგორც პოლიტიკური სტრატეგია, შეიძლება ძალიან სწრაფად ვისაუბროთ ჯანმრთელობის პოზიტიურ ტენდენციებზე. უნდა იმკურნალოს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს,”- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილი 2022-06-02
ირაკლი შალიკაშვილი
Tags გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკაცრავად, თუ ვინმე იმას გვსაყვედურობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მისცა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას”, მაშინ ეს ხალხი საყვედურობს ქართველ ხალხს, მათ ქართველ ხალხთან საყვედურის უფლება არ აქვთ

შემდეგი სტატია

საფრთხის შესახებ სიგნალები 24 თებერვლამდე მივიღეთ, მაგრამ ვერ გავიგეთ, მაგალითად, 2008 წელი საქართველოში და 2014 წელი უკრაინაში – სლოვაკეთის პრეზიდენტი

მსგავსი სტატიები

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრება

14 დეკ 2018
ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენის პროცესს თვალს მიადევნებს

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენის პროცესს თვალს მიადევნებს

04 აპრ 2018
თბილისი პრაიდი” არ გაუქმდება

თბილისი პრაიდი” არ გაუქმდება

ირაკლი შალიკაშვილი 18 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • მეუფე ნიკოლოზი: ბატონ ბიძინაზე მეც ვლოცულობ და მთელი ქვეყანაც

    მეუფე ნიკოლოზი: ბატონ ბიძინაზე მეც ვლოცულობ და მთელი ქვეყანაც

  • ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

    ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

  • ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

    ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს

  • ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

    ბექა ოდიშარია: სააკაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მარტო პენიტენციური სისტემა და ხელისუფლება გულშემატკივრობს – ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას

  • გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

    გუბაზ სანიკიძე: ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, მეომრებთან მილაპარაკია, აქ ბევრი ვაპირებთ ომს

  • თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

    თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ნაადრევია

  • მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

    მიხაილო პოდოლიაკი: ყოველთვის დააიგნორეთ მედვედევი – უკრაინას ყირიმის გათავისუფლება ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია

  • „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

    „ყოველთვის მსიამოვნებდა შენი სიცილის ყურება“

  • მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

    მარიამ ჯიშკარიანი: ახლა აღმოჩნდება, რომ 2 დღეში სააკაშვილი შემწვარ გოჭსაც შეჭამს

  • გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

    გურამ მაჭარაშვილი: თვითდაზიანების რეჟიმში პასუხისმგებლობა თავად პატიმარს ეკისრება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge