NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

29 მაი 2022 კულტურა 386 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შავგვრემანი ლამაზმანი მწვანე თვალებით და საოცარი ფიგურით ჩრდილოეთ კაროლინაში, გრაბთაუნში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. ისტორია ზღაპრის მსგავსად დაიწყო. ახალგაზრდა კლერკმა ავა გარდნერის ფოტოსურათი შემთხვევით აღმოაჩინა ლარი ტერის სახელოსნოში და მაშინვე ამერიკულ მედიაგიგანტს MGM-ს დაუკავშირდა. აქედან დაიწყო მისი კარიერული აღმავლობა.

ველური სილამაზის მქონე გოგონა სამხრეთული აქცენტით კინოვარსკვლავად იქცა. მას ისეთ ცნობილ ფილმებში აქვს ნათამაშები, როგორიცაა „მკვლელები“, „კილიმანჯაროს თოვლი“, „მოგამბო“.

ავა გარდნერის სახელს არაერთი გახმაურებული რომანი უკავშირდება, თუმცა მათგან ყველაზე ცნობილია ურთიერთობა ამერიკელ ბიზნესმენ ჰოვარდ ჰიუზთან, რომელიც თითქმის მთელი დეკადის განმავლობაში გრძელდებოდა. 1951 წელს კი მან ფრენკ სინატრაზე იქორწინა. წყვილმა ერთმანეთი ფილმის „ჯენტლმენები ირჩევენ ქერებს“ გადაღებაზე გაიცნო. მაშინ თავის მხრივ ორივე ქორწინებაში იმყოფებოდა, მაგრამ სიყვარულს წინ ვერავინ აღუდგა. საბოლოოდ ეს ურთიერთობაც დასრულდა, თუმცა სინატრა და გარდნერი ცხოვრების ბოლომდე კარგი მეგობრები იყვნენ.

განქორწინების შემდეგ ავა ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ერნესტ ჰემინგუეის დაუმეგობრდა. აქვე ურთიერთობა დაიწყო ესპანელ ტორეადორ ლუის მიგელ დომინგუინთან.

1957 წელს ავას ცხოვრებაში გარდამტეხი მოვლენა მოხდა. ცხენით ჯირითის დროს მსახიობი დაშავდა და სახე დაიზიანა. მიუხედავად იმისა, რომ ჭრილობა შეხორცდა, ნაიარევი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა, რამაც მის ფსიქიკურ მდგომარეობას დიდი დაღი დაასვა. აქედან იწყება ავას კარიერული დაღმავლობა, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი თამაშს აგრძელებდა, მას რეჟისორები დიდად აღარ სწყალობდნენ.

ამ ყველაფერს თან დაერთო სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემებიც. ავა თავისი ცხოვრების ბოლო 30 წლის განმავლობაში ლონდონის წყნარ რაიონში ცხოვრობდა. მასზე დიასახლისი ზრუნავდა. გარდნერი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ბევრს სვამდა და კიდევ უფრო ბევრს ეწეოდა, რამაც ფილტვები დაუზიანა. იგი პნევმონიით დაავადდა.

ის, ვისაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზ მტაცებელს ეძახდნენ, სიცოცხლის ბოლო წლებში შეუმჩნეველ აჩრდილად იქცა, რომელსაც ყველა თავს არიდებდა. ავა გარდნერი 1990 წელს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

ავა გარდნერი ფრენკ სინატრა ჰოლივუდი 2022-05-29
anna
Tags ავა გარდნერი ფრენკ სინატრა ჰოლივუდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

როგორ მოვამზადოთ ტირამისუ

შემდეგი სტატია

კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

მსგავსი სტატიები

კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ ისევ ირინა შეიკი უყვარს

კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ ისევ ირინა შეიკი უყვარს

17 აპრ 2018

Elite Model Look World 2017-ის მსოფლიო ფინალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

15 დეკ 2017
უკომენტაროდ! (ვიდეო)

უკომენტაროდ! (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 09 მარ 2022

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge