NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

კონსტანტინე გამსახურდია: თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ …

29 მაი 2022 საზოგადოება 1363 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
“თვალყურს ვადევნებ სოციალურ ქსელში ატეხილ კამათს ერეკლე მეორეზე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ რამოდენიმე მიზეზის გარდა (რუსულ რბილ ძალას აწყობს რუსეთთან შეერთება დადებით ამბად წარმოაჩინოს, ისტორიის მწირი ცოდნა და ა.შ.) საქმე არასწორად შერჩეულ ტერმინშია – “მოღალატე”. ეს ტერმინი არამართებულია.
სინამდვილეში გეორგიევსკის ტრაქტატი ეს იყო ჩვეულებრივი შეცდომა. “ღალატი” შეგნებული მავნებლობაა, ბოროტებაა. ახალგაზრდა გერმანელი ისტორიკოსი, ფილიპ ამონი თავის ახლახანს გამოცემულ წიგნში (“საქართველო სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და რუსულ ოკუპაციას შორის ქართულ-რუსული კონფლიქტის ფესვები მე-18 საუკუნიდან პირველი რესპუბლიკის აღსასრულამდე”) ასეთ დასკვნას აკეთებს:
“რუსეთისკენ მისწრაფებისას ერეკლემ ზოგიერთი მცდარი შეფასება გააკეთა – ვერ მიხვდა, რომ პატარა ქართლ-კახეთის მეფე რუსების თვალში თანასწორუფლებიან სუვერენად ვერ აღიქმებოდა. კიდევ უფრო ნაკლებად ესმოდა რუსული იმპერიალისტური თამაშის ეგოცენტრული დინამიკა, რომელშიც მისი ქვეყანა მხოლოდდამხოლოდ პატარა კამათელი იყო. ძლიერი, ერთიანი საქართველო, მკვლევარ ვლადიმერ დეგოევს თუ დავესესხებით, სულაც არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში. საქართველოს დაცვა სულაც არ იყო რუსული სტრატეგიის მთავარი მიზანი. პირიქით, საქართველოს პროტექტორატი, „ბერძნულ პროექტთან“ ერთად, რუსეთის დიდი „აღმოსავლური პროექტის“ ნაწილი იყო, რომელიც მისი შემქმნელის, (ანუ გრიგორი პოტიომკინის, ეკატერინეს ფავორიტის, რომელიც ხშირად სარდალ პავლე პოტიომკინში ეშლებათ, კ.გ.) გარდაცვალებით (ანუ 1791 წ. კ.გ.) დასამარდა.”
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არც ალექსანდრე ბატონიშვილი, არც სოლომონ ლიონიძე არ იზიარებდნენ ამ ტრაქტატის დადების იდეას. იგი ასევე გადააფასეს 1832 წლის შეთქმულებმაც, შემდგომში კი ილიამ და აკაკიმ.
როდესაც ედ. შევარდნაძემ 1983 წელს დააპირა დიდი ზარ-ზეიმით აღენიშნა ტრაქტატის იუბილე, უფლებადამცველმა და დისიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა თვითგამოცემა “საქართველო”, რომლის მეთაურ წერილს გამომცემლის მიერ დაწერილს ერქვა “ვგმობთ ცარიზმის იუბილეს.” იგი 1000 ცალზე მეტი გავრცელდა. მასში დაიბეჭდა ივ. ჯავახიშვილის და ნიკო ბერძენიშვილის აკრძალული შრომები ამ ტრაქტატზე, ასევე ლენინური “ისკრას” ნეგატიური შეფასება, როდესაც ქართველმა თავად-აზნაურობამ დიდი ზეიმით აღნიშნა რუსეთთან შეერთება. რა აზეიმებთო, კითხულობდა ლენინის გაზეთი.
ამ იდიოტურ პეტიციებს კიდევ, ვიღაცას აუკრძალონ ლექციები, აჯობებს სტუდენტებს ასწავლოთ ავტორიტეტებთან შეკამათება, თუკი არამართებულ აზრს ან შეუსაბამო ტერმინს გამოიყენებენ. მე ჩემს ლექციებზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ოთხი წლის მანძილზე ბოლო 30-40 წუთს პოლემიკას ვუთმობდი. თვითონვე წავახალისებდი ხოლმე სტუდენტებს, შემკამათებოდნენ,” – წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე გამსახურდია:

კომენტარები

ერეკლე მეორე კონსტანტინე გამსახურდია ლევან ბერძენიშვილი 2022-05-29
ნინო ჩხეიძე
Tags ერეკლე მეორე კონსტანტინე გამსახურდია ლევან ბერძენიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მტაცებელი – ავა გარდნერი

შემდეგი სტატია

ზელენსკი: აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე:  სამწუხაროა, რომ არსებობენ თვითმხილველები და არ საუბრობენ კონკრეტულ ფაქტზე

კახა კალაძე: სამწუხაროა, რომ არსებობენ თვითმხილველები და არ საუბრობენ კონკრეტულ ფაქტზე

03 ივნ 2018
„სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს“

„სხვას არ ამღერებს და თავად ასე ასრულებს“

04 იან 2018
ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკის გარეშე“ დღეს განახლდება

ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკის გარეშე“ დღეს განახლდება

04 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

    თაკო ჩარკვიანი: ჩამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი და უცებ აღმოჩნდა აბსოლუტურად მიტოვებული, ე.ი. ღია ღალატი იყო

  • მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

    მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობები

  • “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

    “ძალიან პოლიტიკურია, ცვლილებებია საჭირო”, – მია გოთი “ოსკარების” შესახებ

  • დღე ისტორიაში – 28 იანვარი

    დღე ისტორიაში – 28 იანვარი

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge