NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

შეშლილი გენიოსები – ადამიანები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო

28 მაი 2022 საზოგადოება 293 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

კვლევებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური ლიდერებისა თუ შემოქმედი გენიოსების დიდ ნაწილს სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობები აწუხებდათ. მართალია, ათწლეულებისა თუ საუკუნეების შემდეგ რთულია, დაადგინო მათი ზუსტი დიაგნოზი, მაგრამ მკვლევარები ჩანაწერებისა და ისტორიების საფუძველზე მაინც ვარაუდობენ, რომელი პერსონის შემთხვევაში რა ფსიქიკურ დაავადებას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი.

  • აბრაამ ლინკოლნი – დეპრესია

„ყველაზე დეპრესიული ადამიანი, ვინც კი ოდესმე გვინახავს“, – ასე მოიხსენიებდნენ პრეზიდენტის მეგობრები აბრაამს თავიანთ წერილებში. სავარაუდოა, რომ ლინკოლნი ბიოლოგიურად მგრძნობიარე იყო ამ დაავადების მიმართ, რადგან მშობლებსა და მათი ოჯახის წევრებსაც აღენიშნებოდათ მძიმე დეპრესიის მსგავსი სიმპტომები.

  • ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – ბიპოლარული აშლილობა

ბეთჰოვენის მანიის შესახებ კარგად იყო ცნობილი მის სამეგობრო წრეში. კომპოზიტორი ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა, რისი მიზეზიც, ალკოჰოლური სასმელების მიმართ დამოკიდებულების გარდა, მედიკამენტები იყო, რომლებსაც სამკურნალოდ იღებდა. ცნობილია, რომ დაავადების გამწვავების პერიოდში დაიწერა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები.

  • ედვარდ მუნკი – პანიკური შეტევები

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პანიკური შეტევა მოხდა ოსლოში 1892 წელს. ეს დღე მუნკმა თავის დღიურში აღწერა. ედვარდი წერდა, რომ ერთ საღამოს, როდესაც ბილიკს მიუყვებოდა, დაღლილობა და სისუსტე იგრნო. ირგვლივ მიმოიხედა, დაინახა როგორ ჩადიოდა მზე და წითლდებოდა ღრუბლები. მან გაიგონა ყვირილი, სივრცეში გამავალი. სავარაუდოა, რომ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, მუნკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „კივილი“.

  • მიქელანჯელო – აუტიზმი

თუ მიქელანჯელოს თანამედროვეებს დავუჯერებთ, გენიოსი „საკუთარი რეალობით იყო დაკავებული“. მას უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა, ცოტა მეგობარი ჰყავდა. ცნობილია, რომ ძმის დაკრძალვასაც არ დაესწრო. ეს ყველაფერი უნიკალურ მათემატიკურ და სახელოვნებო ნიჭთან ერთად მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ მიქელანჯელო აუტიზმის მაღალი სპექტრის მქონე პიროვნება იყო.

  • ისააკ ნიუტონი – ბიპოლარული აშლილობა, აუტიზმი, შიზოფრენია

ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს რამდენიმე ფსიქოლოგიური დაავადება აწუხებდა. ნიუტონი განიცდიდა განწყობის ძალიან სწრაფ ცვლილებას, რის გამოც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი ბიპოლარი იყო. ადამიანებთან კავშირის არ ქონის გამო, მას აუტისტური სპექტრის მქონედაც განიხილავენ, ხოლო სამედიცინო ისტორიკოსების აზრით ნიუტონის წერილები, სადაც იგი თავის ილუზიებზე ყვება, მიუთითებს მის შიზოფრენიაზე.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ გენიოსებისა, რომელთა იდეებმაც სამყარო შეცვალეს. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს ხშირად აწუხებთ ისეთი მენტალური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა და სხვა.

კომენტარები

ლინკოლნი მუნკი ნიუტონი ცნობილი ადამიანები 2022-05-28
anna
Tags ლინკოლნი მუნკი ნიუტონი ცნობილი ადამიანები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

შემდეგი სტატია

“მან მე აღმაფრთოვანა“ – მარტინ სკორსეზე

მსგავსი სტატიები

თეთრი ხმაური ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული 3000-მდე პატიმრის საქმის გადახედვას ითხოვს

თეთრი ხმაური ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებული 3000-მდე პატიმრის საქმის გადახედვას ითხოვს

21 მაი 2018
იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

ნინო ჩხეიძე 25 იან 2021
სახალხო დამცველი ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

სახალხო დამცველი ტყიბულის მაღაროში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება

05 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge