NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში

28 მაი 2022 მსოფლიო 1475 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ახალი ფოტოები ადასტურებს, რომ რუსეთმა უჩვეულო საბრძოლო ჯავშანმანქანები განათავსა უკრაინაში, დონბასის რეგიონში.

ეს ტანკების დამხმარე საბრძოლო მანქანა (БМПТ), რომელიც რუსეთში იწარმოება, სწავლების დროსაა გადაღებული, 2017 წელს.

მწარმოებლის, „ურალვაგონზავოდის“, მიერ „ტერმინატორად“ წოდებული ეს მანქანები მედიის ყურადღებას იპყრობს მას მერე, რაც ისინი უკრაინაში შენიშნეს.

ფოტო ზემოთ და კიდევ ორი ვიდეოჩანაწერი, რომლებიც მოყვარულებმა გადაიღეს, აჩვენებს „ტერმინატორების“ ყოფნას უკრაინის აღმოსავლეთში, სევეროდონეცკის რაიონში. ამ საბრძოლო მანქანების უკრაინაში გადასროლა 18 მაისს დაადასტურა რუსეთის საინფორმაციო სააგენტომ „რია ნოვოსტიმ“.

„ტერმინატორი“ რუსეთის მცდელობის შედეგია, შეექმნა ისეთი მანქანა, რომლის დანიშნულება იქნებოდა საომარი მოქმედების წარმოება ვიწრო საქალაქო პირობებში.

ეს აუცილებლობა გაჩნდა ჩეჩნეთის ომის შემდეგ, როცა ჩეჩენმა მეამბოხეებმა გაანადგურეს რუსეთის ჯავშანტექნიკის დიდი რაოდენობა.

ჩეჩნეთის დედაქალაქისთვის ბრძოლებისას, 1994-1995 წლებში, ადგილობრივ მეამბოხეებს შეეძლოთ შენობების ფანჯრებიდან და კარებიდან იაფიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნებით ესროლათ და შემდეგ მიმალულიყვნენ მათთვის ნაცნობ ტერიტორიაზე.

რუსული ტანკების საცეცხლე ეფექტიანობა ნულამდე დავიდა, რადგან მათ არ შეეძლოთ მკვეთრად მაღლა სროლა, ან ლულის ისე დახრა, რომ სარდაფებში ჩასაფრებული ჩეჩენი მებრძოლები მწყობრიდან გამოეყვანათ.

ვრცლად

კომენტარები

TOP ომი რუსეთი უკრაინა 2022-05-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ომი რუსეთი უკრაინა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ალექსი არესტოვიჩი: უკრაინელებს გარკვეულ პირობებში ემუქრება რუსეთის შეტევა ბელარუსის ტერიტორიიდან

შემდეგი სტატია

გიგა ბოკერია: ვთვლი, რომ არცერთი მოსამართლე არ იმსახურებს არცერთ ცენტს, რომ მათზე დაიხარჯოს. თუმცა …

მსგავსი სტატიები

“… სანამ არ დასრულდება უკრაინაში რუსეთის შეჭრა და არ აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა”

13 დეკ 2017
პუტინი:  წელს რუსეთი მთვარეზე აპარატს დასვამს

პუტინი: წელს რუსეთი მთვარეზე აპარატს დასვამს

ნინო ჩხეიძე 16 აპრ 2022
ზურაბ გურული: ამერიკა მსოფლიოს ლიდერია და ვალდებულია მაგალითი აჩვენოს. დარწმუნებული ვარ რომ აჩვენებს

ზურაბ გურული: ამერიკა მსოფლიოს ლიდერია და ვალდებულია მაგალითი აჩვენოს. დარწმუნებული ვარ რომ აჩვენებს

ნინო ჩხეიძე 05 ნოე 2020

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge