NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

რატი ბრეგაძე: საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე

28 მაი 2022 სამართალი 203 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ნებისმიერი მიზნით, ქვეყნის ფარგლების დატოვების დროს, სასჯელი უნდა იყოს გადავადებული, ან სასჯელისგან თავისუფალი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერცერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მოსმენის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სამკურნალოდ, მის საზღვარგარეთ შესაძლო გადაყვანის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რომ ეს მოხდეს.

ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ყველა სამედიცინო კვლევა და მკურნალობა უტარდება.

„საზღვარგარეთ გადასაყვანად, ადამიანი არ უნდა იყოს პატიმარი, რადგან მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არ აქვს არცერთი ისეთი დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება საქართველოში და მსგავსი მოწოდებით, ზოგადად, შეურაცხყოფას ვაყენებთ ექიმებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას. ნებისმიერი მიზნით, ქვეყნის ფარგლების დატოვების დროს სასჯელი უნდა იყოს გადავადებული, ან სასჯელისგან თავისუფალი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, იუსტიციის სამინისტრო ვერ გაუღებს კარს ვერცერთ მსჯავრდებულს საკუთარი გადაწყვეტილებით, უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

მას უტარდება ყველა სახის სამედიცინო ღონისძიება, რომელსაც საჭიროებს. საქართველოში შესაძლებელია ყველა იმ დიაგნოზთან დაკავშირებით მკურნალობა, რომელიც აქვს. დანარჩენი, საზღვარგარეთ გაყვანა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი რატი ბრეგაძე 2022-05-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი რატი ბრეგაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინული მედია: რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის, ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე

შემდეგი სტატია

“რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 242 ბავშვი მოკლეს”

მსგავსი სტატიები

სასამართლომ განზრახ მკვლელობით ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

21 დეკ 2017

“დაკავებულ პირებს არ ჰქონდათ უფლება, მოემზადებინათ რაიმე სახის საექსპერტო დასკვნა”

29 დეკ 2017

შსს-მ გორში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

08 სექ 2018

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge