NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

28 მაი 2022 საზოგადოება 419 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა მის მიერ ერეკ­ლე მე­ო­რეს შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ სა­კი­თხის შე­სა­ხებ პო­ლე­მი­კა მას შემ­დეგ გა­ჩაღ­და, რაც ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და:

“ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, – ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, – აბა, ომი გინ­და­თო?..”

გაჩ­ნდა ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ცდი­ლობს მო­თხოვ­ნით, აეკ­რძა­ლოს ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა, რა­საც თა­ვის მხრივ, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

“ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შეც­დო­მაა და ის გუ­ლის­წყრო­მაც, რაც მის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში გაჩ­ნდა, მის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.

“ახლა ამ სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­ჭი­რო არ იყო. ხომ იცოდ­ნენ, რომ ვი­ღა­ცა ხმას ამო­ი­ღებ­და? ჩემს მას­წავ­ლე­ბელს რომ შე­ე­ხოს ვინ­მე, რამ­დე­ნი წლის უნდა ვიყო, მე რომ ვთქვა – შე­ე­ხონ, რა მოხ­და მერე. ამი­ტომ მე ყო­ველ­თვის და­ვი­ცავ­დი და ვიცი, რომ მე ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი და­მი­ცა­ვენ. რაც იყო სოკ­რა­ტეს პრობ­ლე­მა, მას ჰყავ­და ელი­ტა­რუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, მასა არ იყო მისი მოს­წავ­ლე და მე სწო­რედ მა­სებ­თან მაქვს საქ­მე, ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტი მყავს გაზ­რდი­ლი. კარ­გად თუ ავად, თუ რა­ღაც­ნა­ი­რად… სა­ერ­თოდ ჩემ­თან ძნე­ლია ლა­პა­რა­კი, რად­გან ხმას არ ამო­ვი­ღებ, შე­მიძ­ლია, წყნა­რად ვიყო და არ გავ­ცე პა­სუ­ხი, ამი­ტო­მაც არ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, ეს შეც­დო­მა იყო. მე­ო­რეს მხრივ, მინ­და გი­თხრათ, რომ არ არის გა­საკ­ვი­რი.

“რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ისე­თი ძვირ­ფა­სი რა­მაა, მე­ფე­საც კი არ აქვს მისი ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა-მეთ­ქი. ეს მე ვთქვი, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და ეს თქვა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­მა და ვი­ღა­ცის­თვის არ არის ავ­ტო­რი­ტე­ტი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ თქვა, რომ “გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის” ასი წლის თავს ვინც აღ­ნიშ­ნავს, რაც იყო სა­ქარ­თვე­ლოს სიკ­ვდი­ლი, მე მაგ საქ­მე­ში არ ვიქ­ნე­ბი, მე ჩემ­თვის და თქვენ – თქვენ­თვი­სო. ე.ი. ბა­რათშ­ვილს ებ­რძვი­ან, ებ­რძვი­ან ვის, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს? მე ხომ პირ­ველს არ მით­ქვამს, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უფრო ძვირ­ფა­სია, ვიდ­რე მეფე ერეკ­ლეს ხსოვ­ნა. კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, გინ­დაც 20-ჯერ: მეფე ერეკ­ლე კი არა, ყვე­ლა ერ­თად, ვინც იყ­ვნენ მე­ფე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერთ დღეს არ უდ­რის. რა არის მეფე, ბო­ლოს და ბო­ლოს? არის კაცი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა უნდა მარ­თოს. ქვე­ყა­ნას თუ ჩა­ა­ბა­რებ, მერე რაის მეფე ხარ, რა მე­ფო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ტრაქ­ტა­ტი ვინც წა­ი­კი­თხა, ხო ყვე­ლამ იცის, რომ არის კა­ტას­ტრო­ფა, სირ­ცხვი­ლი, თა­ვის მოჭ­რა. რა ძრო­ხე­ბი, რა ცხვა­რი, რა ყვე­ლი… შე­იძ­ლე­ბო­და ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ასე­თი ტექ­სტით შევ­ხვედ­რო­დით?” – თქვა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

კომენტარები

TOP ლევან ბერძენიშვილი მეფე ერეკლე 2022-05-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ლევან ბერძენიშვილი მეფე ერეკლე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს

შემდეგი სტატია

გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

მსგავსი სტატიები

ვლადიმერ გაბესკირია: ამ დღეს 24 წელი ველოდი

17 ოქტ 2017
თაკო ჩარკვიანი: დიახ გია, ღმერთი სიყვარულია გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული-ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება

თაკო ჩარკვიანი: დიახ გია, ღმერთი სიყვარულია გეთანხმები, ოღონდ ეგ სიყვარული-ტელე-რადიო სიხშირეზე არ იცვლება

ნინო ჩხეიძე 10 აპრ 2021
ვაშაძე განათლების მინისტრს – თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია

ვაშაძე განათლების მინისტრს – თქვენს გამოსვლას, სამწუხაროდ, უნდა ვუწოდოთ ცრუ რეფორმების ინფორმაცია

ირაკლი შალიკაშვილი 01 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge