NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»კულტურა»გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

გვანცა ჯობავა: რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!

28 მაი 2022 კულტურა 537 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი გვანცა ჯობავა წერს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ წელს პირველად საქართველოს კულტურის სამინისტრო ფესტივალის მხარდამჭერების რიგებში აღარ არის.

“ამ ამბავს საკმაოდ დიდხანს ვინახავდით გულში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ უკვე დადგა საჯაროდ საუბრის დროც. ვისაც ქართული კულტურის ბედი გაწუხებთ, ეს პოსტი თქვენთვისაა…
მაგრამ მოდი, თავდაპირველად კარგი ამბით დავიწყებ. მეორე საფესტივალო დღის ბოლოს, თამამად გეტყვით, რომ პანდემიის შემდეგ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი არნახული მასშტაბით დაუბრუნდა თავის მკითხველს. ფესტივალის პირველ დღეს, არცერთი წუთით არ შეწყვეტილა ექსპო ჯორჯიას პავილიონებისკენ მომავალი ადამიანების უდიდესი ტალღა, ათასობით ადამიანი ესტუმრა მეხუთე, მეექვსე და მეთერთმეტე პავილიონებს, უამრავმა ადამიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სწორედ ჩვენთან, წიგნის ფესტივალზე, ამ ქალაქისთვის ასე საყვარელ, თავისუფლების კუნძულზე აღნიშნა. ჩვენ გვყავს უამრავი მეგობარი, უამრავი გულშემატკივარი, ათიათასობით მკითხველი და ძალიან მდიდრები და ძლიერები ვართ მათი სიყვარულით. მაგრამ…
მაგრამ წელს პირველად, დაახლოებით თორმეტწლიანი (მეტი თუ არა), თანამშრომლობის შემდეგ ჩვენი მხარდამჭერების რიგებში აღარ არის საქართველოს კულტურის სამინისტრო და რა თქმა უნდა, სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქალბატონი მინისტრის, თეა წულუკიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა. აღარ არის არა იმიტომ, რომ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში ვერ გავიმარჯვეთ, არამედ იმიტომ რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით ლიტერატურა ფესტივალებს საერთოდ არ საჭიროებს. გაგიკვირდებათ და სფერო, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე, ფრანკფურტის ფესტივალზე ყველაზე წარმატებული მონაწილეობით ლამის მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი, არ აღმოჩნდა სამინისტროს მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ფესტივალების კონკურსის ჩამონათვალში, იქ იყო ყველაფერი, კინო, მუსიკა, ბალეტი, ოპერა და სხვა, მაგრამ არა ლიტერატურა. ჰოი, საოცრებავ!
შესაბამისად, განმარტებაც არ აღმოჩნდა საჭირო, რატომ და რისთვის ჰკრა წიხლი კულტურის სამინისტრომ ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მთელი ქალაქისთვის საყვარელ ფესტივალს.
ცხადია, ეს უკვე აღარ არის კარგი ამბავი, ეს ცუდი ამბავია, იმიტომ რომ ფინანსური პრობლემების გამო, საგამომცემლო სექტორს, ლიტერატურის სფეროს, ათიათასობით მკითხველს და ჩვენს ქალაქს შეიძლებოდა 23 წლიანი ისტორიის შემდეგ, მისთვის ასე საყვარელი წიგნის ფესტივალი უბრალოდ დაეკარგა და ვფიქრობ, სწორედ ეს იყო მიზნადაც დასახული – დავეტოვებინეთ იმ ფესტივალის გარეშე, რომელიც ყველასია, სადაც ყველას ხმა ისმის, განურჩევლად ასაკისა, გემოვნებისა, მრწამსისა, საერთოდ ყველაფრის განურჩევლად, ამიტომ იშვიათად იპოვით მწერალს, ლიტერატორს, გამომცემელს, რომელიც ერთხელ მაინც არ ასულა ჩვენი ფესტივალის სცენაზე, ერთხელ მაინც არ მოსულა ჩვენთან და ძალიან დიდი სიყვარული არ მიუღია.
მაგრამ არა, ამ ამბავს არ აქვს ცუდი დასასრული, იმიტომ რომ ჩვენს გუნდში მუშაობენ თავისი საქმის პროფესიონალები და ჯადოქრებიც, რომელთაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი გვყავს (და მზად ვართ უფრო მეტი დავიმეგობროთ), ამიტომ არათუ გადავრჩით, არამე უკვე მეორე დღეა ჩვენს მკითხველს წლის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მოვლენას და უდიდეს დღესასწაულს ვჩუქნით!
აქვე ვიტყვი, რომ გარდა წიგნის ფესტივალისა, ლიტერატურული პრემია „ლიტერასი“, ნგრევა და მე დღეს არსებულ სიტუაციას სხვას ვერაფერს დავარქმევ გარდა ნგრევისა, დაიწყო უფრო ადრეც, როდესაც ასევე ათწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი გვითხრა იმ ერთადერთ პროექტზეც, რომელიც წელიწადში ერთხელ საქართველოს 65 მთავარ ბიბლიოთეკას დაახლოებით 900-900 ლარის ღირებულების სრულიად ახალი წიგნებით ამარაგებდა. აგერ უკვე მეორე წელია, ბიბლიოთეკარები ამაოდ ელიან, რომ ისევ დავუძახებთ და ისევ გადავცემთ ვაუჩერებს ახალი წიგნების შესაძენად. სამწუხაროდ, არა, იმიტომ რომ კულტურის სამინისტროს ბიბლიოთეკების ბედი აღარ აინტერესებს, იმიტომ რომ მთავარია პირადი ინტერესები, მთავარია ვინ ჩვენიანია და ვინ სხვისიანი ან არავისიანი, შესაბამისად არასაჭირო. დიახ, ჩვენ შევძელით და ამ გასაჭირმა გაგვაძლიერა, მაგრამ რა სამარცხვინოა ასე ხელაღებით ანგრევდე ყველაფერ ფასეულს, რაც ქართულ კულტურაში სამი ათეული წელია, უამრავი გაჭირვების, დაბრკოლებების მიუხედავად, ასე რუდუნებით იქმნებოდა. რა სამარცხვინოა, ებრძოდე თავისი საქმის პროფესიონალებს, ებრძოდე ყველაზე არასამართლიანი მეთოდებით. რა სამწუხაროა, გერქვას კულტურის სამინისტრო და არათუ არ გიყვარდეს, არამედ გძულდეს კულტურა!”

კომენტარები

TOP გვანცა ჯობავა კულტურის სამინისტრო 2022-05-28
ნინო ჩხეიძე
Tags TOP გვანცა ჯობავა კულტურის სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლევან ბერძენიშვილი: რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ …

შემდეგი სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: არ ვარ დარწმუნებული პუტინის რეჟიმის ცვლილებაში ახლა

მსგავსი სტატიები

პრინტის საერთაშორისო ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა

პრინტის საერთაშორისო ფესტივალმა ბათუმში გადაინაცვლა

27 აგვ 2018
ბუბა კიკაბიძე კიევის მეტროში (ვიდეო)

ბუბა კიკაბიძე კიევის მეტროში (ვიდეო)

ნინო ჩხეიძე 16 მაი 2022
ახალი ფოტოები “გვირგვინის” გადასაღები მოედნიდან

ახალი ფოტოები “გვირგვინის” გადასაღები მოედნიდან

ანო 27 აპრ 2023

უახლესი ამბები

  • ძველი წელთაღრიცხვით 46 წელი ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი იყო, რომელიც 445 დღეს გაგრძელდა

    ძველი წელთაღრიცხვით 46 წელი ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი იყო, რომელიც 445 დღეს გაგრძელდა

  • კახა კალაძე: ამ კითხვას არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო და რა ფარულ მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი

    კახა კალაძე: ამ კითხვას არ ვიცი რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო და რა ფარულ მოლაპარაკებებზეა საერთოდ საუბარი

  • თიკა კანდელაკი: …უბრალოდ, მათ ვეტყოდი, რომ ჩვენ მშვენიერი ლეონიდ სლუცკი გვყავს, რომელიც უსაქმოდ ზის

    თიკა კანდელაკი: …უბრალოდ, მათ ვეტყოდი, რომ ჩვენ მშვენიერი ლეონიდ სლუცკი გვყავს, რომელიც უსაქმოდ ზის

  • ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი

    ირაკლი კობახიძე: იმედი მაქვს, ბრიუსელში პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი

  • კობახიძე: პუტინი როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა… ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს

    კობახიძე: პუტინი როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა… ჩვენ არ გაგვიპროტესტებია და ჩვენზე როგორ ისაუბრებს

  • ირაკლი კობახიძე: სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? – „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები

    ირაკლი კობახიძე: სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? – „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, ისინი არიან ბოლშევიკები

  • ვალერი ზალუჟნი: მოვიდა დრო დავიბრუნოთ ის რაც ჩვენია! (ვიდეო)

    ვალერი ზალუჟნი: მოვიდა დრო დავიბრუნოთ ის რაც ჩვენია! (ვიდეო)

  • თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

    თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

  • ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო (ფოტოები)

    ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო (ფოტოები)

  • გედევან ფოფხაძე: საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ვერ დარჩება – ქვეყანა და ნიკა გვარამიაც ძალიან მალე გათავისუფლდება

    გედევან ფოფხაძე: საქართველო ვერ წავა პრორუსული მიმართულებით, რუსულ ორბიტაზე ვერ დარჩება – ქვეყანა და ნიკა გვარამიაც ძალიან მალე გათავისუფლდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge