NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება, რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება, რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

27 მაი 2022 პოლიტიკა 327 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება, რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს.

პრემიერის განცხადებით, აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმი გახსნა რუსეთის მოქალაქეებისთვის და გაიყიდა სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც რუსული სახელმწიფო კომპანიებისთვის იქნა გადაცემული.

„ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ბატონი ივანიშვილი არის წინააღმდეგი და მთავარი ბარიერი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის. მე მინდა ყველას შევახსენო, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. ამის თქმის საშუალებას მაძლევს თქვენი გაუგონარი სახელმწიფო პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით. სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორია, დააბრუნეთ რუსეთის ჯარი. ომის შემდეგ არა თუ სანქციების დაწესებაზე გიფიქრიათ და გიმუშავიათ, ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს. რაზე მელაპარაკებით? დღეს გამოდიხართ და ჭკუას გვასწავლით, რომ რუსეთს დავუწესოთ ეკონომიკური სანქციები. მინდა კითხვა დაგისვათ, გაქვთ თუ არა გაცნობიერებული პასუხისმგებლობა სანქციების დაწესების შემთხვევაში – დაუწესდება თუ არა სანქცია 1 მილიონ ადამიანს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და ჩვენს 4 მილიონ თანამოქალაქეს, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

TOP ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი 2022-05-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რუსეთი აფხაზეთთან „საკონტროლო-გამშვებ“ პუნქტებს აუქმებს

შემდეგი სტატია

ჩინეთმა რუსეთში რეგისტრირებული 2 ავიაკომპანიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა

მსგავსი სტატიები

გუდაურში დაშავებული ტურისტები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყო

გუდაურში დაშავებული ტურისტები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყო

სოსო ელისაშვილი 17 მარ 2018
ენერგოომბუდსმენი ყველა სარისკო გამათბობლისა და წყლის გამაცხელებლის აკრძალვას ითხოვს

ენერგოომბუდსმენი ყველა სარისკო გამათბობლისა და წყლის გამაცხელებლის აკრძალვას ითხოვს

01 თებ 2019
“მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია” – კობახიძე ზუგდიდის მოვლენებზე საუბრობს და ოპოზიციას ადანაშაულებს

“მათ ხელოვნურად გადაწყვიტეს ვითარების ესკალაცია” – კობახიძე ზუგდიდის მოვლენებზე საუბრობს და ოპოზიციას ადანაშაულებს

ირაკლი შალიკაშვილი 16 მაი 2019

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge