NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რუსეთი აფხაზეთთან „საკონტროლო-გამშვებ“ პუნქტებს აუქმებს

რუსეთი აფხაზეთთან „საკონტროლო-გამშვებ“ პუნქტებს აუქმებს

27 მაი 2022 პოლიტიკა 664 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მდინარე ფსოუს გასწვრივ, დე ფაქტო რესპუბლიკა აფხაზეთისა და რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაუქმდება. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რასაც „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

მას ბელარუსის მაგალითი მოჰყავს, რომლის საზღვარზეც რუსეთმა საკონტროლო-გამშვები პუნქტები გააუქმა. კალაშნიკოვის თქმით, ამ მიზნით სამუშაო ჯგუფი უკვე შეიქმნა, რომელიც საზღვრის გადაკვეთის გამარტივებისთვის საჭირო არაერთ ორმხრივ დოკუმენტს ხელმოსაწერად მოამზადებს და დაადგენს, თუ რა ცვლილებებია საჭირო საკითხის მოსაგვარებლად.

დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი აფხაზებს ამშვიდებს და აცხადებს, რომ ეს „რუსეთ-აფხაზური საზღვრისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის გაუქმებას არ ნიშნავს.“ ზატულინის თქმით, შემოღებულ უნდა იუქნეს ბელარუსის მოდელი და საკონტროლო-გამშვები პუნქტების განახლებაზე რუსეთი ფულს კი არ ხარჯავდეს, არამედ ისინი საერთოდ უნდა გააუქმოს. მისი მონაცემებით, ტრანსპორტის სამინისტრო ივლისში ხელშეკრულების დადებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, საკონტროლო-გამშვები პუნქტების ხელახალ აღჭურვაზე 4,900 მლრდ რუბლი (74 863 673 დოლარი) უნდა დაიხარჯოს, თავად აღჭურვის სამუშაო კი საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. მაგალითად, მხოლოდ პროექტის შედგენასა და მშენებლობის დაწყებას, ზატულინის შეფასებით, წელიწადნახევარი სჭირდება.

ვრცლად იხილეთ აქ

კომენტარები

TOP აფხაზეთი რუსეთი 2022-05-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP აფხაზეთი რუსეთი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინელი სამხედრო: სევეროდონეცკის 2/3 რუსებს უკავიათ, თუმცა, ქალაქი ალყაში არაა

შემდეგი სტატია

ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხელისუფლება, რომ არ მოსულიყო, დღეს არავითარი შანსი არ იქნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა

მსგავსი სტატიები

„პარლამენტის თავმჯდომარეს გარკვეული წრე ჰყავს შემოკრებილი და იმის იქით არაფერს ხედავს“

„პარლამენტის თავმჯდომარეს გარკვეული წრე ჰყავს შემოკრებილი და იმის იქით არაფერს ხედავს“

12 აპრ 2018
არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ, თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში

არის შანსი, რომ ამ საშვილიშვილო შეთანხმებას ხელი მოვაწეროთ, თუ შევთანხმდებით, შევალთ პარლამენტში

ირაკლი შალიკაშვილი 29 იან 2021
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

ირაკლი შალიკაშვილი 25 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge