NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

რატი ბრეგაძე: კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ

27 მაი 2022 პოლიტიკა 357 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გაიხსენეთ სტოლტენბერგის ეპიზოდი, როდესაც დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, თითქოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა სტოლტენბერგი, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“ ,- ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საქართველოს პარლამენტში, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იმ მხრივ, რომ თითქოს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ მინისტრს ვერ შეხვდა აჟიოტაჟიც იყო ატეხილი.

„გაიხსენეთ სამწუხაროდ, სტოლტენბერგის ეპიზოდი, როდესაც დაიწყეთ საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა სტოლტენბერგი. რამხელა აჟიოტაჟი იყო, არ ესწრება ერთ-ერთი თქვენი წარმომადგენელი, დეპუტატი, რომელიც სიხარულისგან მოსთქვამდა და ბედნიერებას ვეღარ მალავდა, რომ თითქოს და სტოლტენბერგი ბატონ პრემიერ-მინისტრს არ ხვდებოდა და რა ბედნიერი იყავით ამ ფაქტით, მაგრამ „კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ“ . „ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში“ და ძალიან კარგად აჩვენეთ. თუნდაც რამდნიმე დღის წინ ბატონმა არჩილ თალაკვაძემ ძალიან მარტივი ტესტი ჩაგიტარათ, როდესაც იმის გამბედაობაც არ გეყოთ, რომ ხელი აგეწიათ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით, ესეც ვერ გაბედეთ.ამ ყველაფრით ნათლად დაანახეთ საზოგადოებას, რომ თქვენ არა „ქართული ოცნების“ ოპოზიცია, არამედ საქართველოს ოპოზიცია ხართ. ნათლად დაანახეთ დღევანდელი დღითაც, რომ სხვა, ერთი პატიმრის ბედიც არ მოიკითხეთ. რაც შეხება კიდევ სხვას [საკითხს] ბუნებრივია, თქვენთან საუბარს აზრი არ აქვს. საზოგადოებამ კარგად დაინახა,რომ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ პატიმრის ბედი“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მან პატიმრებსაც მიმართა.

„პატიმრები გვიყურებენ და ამ ადამიანებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, იყვენ დარწმუნებულები და მივცე სრული გარანტია,რომ არასდროს გაიგებენ ხელკეტის დაკაკუნების ხმას კარებზე, რაც მათთვის იყო წამების მომასწავებელი. ამ ხმას არასდროს გაიგებს არცერთი პატიმარი, განსხვავებით ამ ადამიანების მმართველობისგან“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ

მინისტრს ამ განცხადების გაკეთებისას „ნაციონალური მოძრაობის” წვერმა ანი წითლიძემ მიმართა.

„რატი, ციხეში ჩაჯდები მალე“.

კომენტარები

TOP რატი ბრეგაძე 2022-05-27
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რატი ბრეგაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

შემდეგი სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება – მინდა გთხოვოთ, არ დაგვტოვოთ

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში

ზელენსკი: რუსული ჯარები გადავლენ კიდევ უფრო ფართომასშტაბიან მოქმედებებზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში

ირაკლი შალიკაშვილი 11 აპრ 2022
უგულავა: იმ პრობლემების ფონზე, რომელიც ვანი-ხონის მოსახლეობაში არსებობს, მოქმედი გუბერნატორის კანდიდატად დაყენება ვთვლი, რომ ცინიზმია

უგულავა: იმ პრობლემების ფონზე, რომელიც ვანი-ხონის მოსახლეობაში არსებობს, მოქმედი გუბერნატორის კანდიდატად დაყენება ვთვლი, რომ ცინიზმია

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018
შსს-მ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა

შსს-მ მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავა

07 მაი 2018

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge