NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

პენიტენციური სამსახური: სააკაშვილის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

26 მაი 2022 სამართალი 229 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 25 მაისს, კლინიკა ,,ვივამედში“ ღამის საათებში, მსჯავრდებულ მ.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი კლინიკას საკითხის მოკვლევის მიზნით დაუკავშირდა. სამედიცინო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 25 მაისს 01:31 სთ-ზე მ. სააკაშვილთან გამოძახებულ იყო მორიგე ექიმი, რომელსაც პატიმარმა განუცხადა, რომ გახდა შეუძლოდ -„დაკარგა გონება“.

მ.სააკაშვილს სხეულის გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ჰემოდინამიკური და სხვა ვიტალური პარამეტრები (არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სხეულის ტემპერატურა, პულსოქსიმეტრია), შაქრის დონე სისხლში, ეკგ მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებშია. დამატებით კონსულტირებული იყო ნევროლოგის მიერ – მწვავე ნევროლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.

ჩატარებული კვლევების საფუძველზე, გონების დაკარგვის ობიექტური, სამედიცინო მტკიცებულებები ამ ეტაპზე არ იქნა გამოვლენილი, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა შეფასდა როგორც დამაკმაყოფილებელი, კვლევების შემდგომი გაღრმავება და მკურნალობის კორეგირება მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. გრძელდება დაკვირვება დინამიკაში.

მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღის განმავლობაში იყო კვლავ სტაბილური, ჩაუტარდა გეგმური კვლევებიც და მკურნალი ექიმის ნებართვის საფუძველზე ოთხმა ვიზიტორმა მოინახულა”,- აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები

TOP მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახური 2022-05-26
ნინო ჩხეიძე
Tags TOP მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ნიკა წუკულიძემ მაყურებელს მიმართა: განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ გადავრჩეთ (ვიდეო)

შემდეგი სტატია

სტოლტენბერგი – ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ

მსგავსი სტატიები

ლეილა მუსტაფაევა: ევროკავშირს ვაცნობებ, რომ საქართველოში საქმის გამოძიება არ მოხდა

19 სექ 2017

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრების დაკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა

24 ოქტ 2017

ხორავას ქუჩაზე არასრულსწლოვნების მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაცი სასამართლოში 20 სექტემბერს დაიწყება

17 სექ 2018

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge