მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებულ უკრაინელ სამხედროებს ამჟამად რუსები არ აწამებენ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალში ისინი დატყვევებულ რუსებზე უნდა გაცვალონ.
„მე შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს ჩვენი სამხედროების წამება და სამარცხვინო მოპყრობა არ ხდება. რა იქნება შემდეგ, ვნახავთ, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ პროცესს
ახლა ჩვენ ვლოცულობთ, რომ ისინი ცოცხლად და კარგად იყვნენ“, – განაცხადა დანილოვმა.
კომენტარები