NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»კობახიძე: იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

კობახიძე: იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან

25 მაი 2022 პოლიტიკა 224 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იან კელი და დევიდ კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ ლობისტები არიან, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იან კელისა და დევიდ კრამერის სტატიას სახელწოდებით „პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს“.

როგორც კობახიძე განმარტავს, იან კელის მორალური უფლება არ აქვს „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს.

„ მე მგონი, კელი და კრამერი საერთოდ აღარ არიან საინტერესოები, პირდაპირ გამოიკვეთა, რომ დიდი ხანია, რაც ლობისტები არიან. მინდა იან კელის ერთი რამ შევახსენო, მისი პოზიციაც ძალიან პრობლემური იყო თავის დროზე „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, მისმა პოზიციამაც გაუადვილა ნიკა გვარამიას 7 მლნ-ით გაეძარცვა „რუსთავი 2“ . ეს ძალიან სამწუხაროა. იან კელის არავითარი მორალური უფლება არ აქვს, მითუმეტეს გვარამიას სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბროს, ამ პიროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით აქვს“,-აღნიშნავს კობახიძე.

ცნობისთვის, „პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს“ – ამ სათაურით ამერიკულ საინფორმაციო ვებგვერდ The Bulwark-ზე აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი პუბლიკაცია გამოაქვეყნეს.

სტატიაში საუბარია საქართველოს არასწორი მიმართულებით წასვლაზე და ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, სრული ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით. ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისაკენ მიმავალ გზაზე გასულ კვირას მოხდა, როდესაც მოსამართლემ წამყვანი ოპოზიციური ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, სამ წელზე მეტი ხნით ციხეში გაუშვა.

კომენტარები

TOP დევიდ კრამერი იან კელი ირაკლი კობახიძე 2022-05-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP დევიდ კრამერი იან კელი ირაკლი კობახიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვოლსკი: იან კელი გვიმტკიცებს, რომ დანაშაულისთვის ადამიანის გასამართლება გვაშორებს ევროპას და წამება გვაახლოებს – ეს აბსოლუტური აბსურდია, თუ არა სისულელე

შემდეგი სტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

მსგავსი სტატიები

ნიკა მელიას პოზიცია ძალიან მარტივია, საპყრობილე ყოველგვარი გირაოს და სხვა პირობების გარეშე უნდა დატოვოს

ნიკა მელიას პოზიცია ძალიან მარტივია, საპყრობილე ყოველგვარი გირაოს და სხვა პირობების გარეშე უნდა დატოვოს

ირაკლი შალიკაშვილი 20 აპრ 2021
პრემიერის მოსმენისას ოპოზიციის მხრიდან „ცირკის დადგმის მცდელობას“ ელოდება

პრემიერის მოსმენისას ოპოზიციის მხრიდან „ცირკის დადგმის მცდელობას“ ელოდება

ირაკლი შალიკაშვილი 27 მაი 2020
კალაძე: „მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე“

კალაძე: „მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე“

06 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

    ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომამდე, ერთი თვით ადრე წლიური ანგარიში გამოქვეყნდა – როგორია მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

  • ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

    ლატვიაში რუსული ენის გამოყენების შეზღუდვის შესახებ კანონპროექტს ამზადებენ

  • მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

    მედია: 8-დღიანი ძებნის შემდეგ, კასპში დაკარგული 27 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

  • მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

    მამუკა ყურაშვილი: რუსეთი აფხაზებსაც და ოსებსაც როგორც ნადავლს ისე უყურებს

  • გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

    გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

  • 2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

    2 დაღუპული და 60 დაშავებული, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვია – ერევანში სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციაში, რიგითი მოქალაქეებიც ერთვებიან

  • გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

    გაბრიელიუს ლანდსბერგისი: რუსებისთვის ვიზებზე უარი პუტინის წინააღმდეგ ოპოზიციას წარმოშობს

  • ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

    ვეშაპისებრი ზვიგენი ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდი თევზის სახეობა

  • როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

    როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხისგან

  • სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

    სიურეალისტური სიზმარი – ჰაბლის ტელესკოპით გადაღებული საოცარი სანახაობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge