NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»იან კელი და დევიდ კრამერი – პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს

იან კელი და დევიდ კრამერი – პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს

25 მაი 2022 საინტერესო 201 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პუტინი უკრაინაში მარცხდება, მაგრამ საქართველოში იმარჯვებს – ამ სათაურით ამერიკულ საინფორმაციო ვებგვერდ The Bulwark-ზე აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი პუბლიკაცია გამოაქვეყნეს.

სტატიაში საუბარია საქართველოს არასწორი მიმართულებით წასვლაზე და ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებით უკრაინის კრიზისის შემდეგ, საქართველოს მმართველობა სულ უფრო ემსგავსება რუსულ მოდელს, სრული ერთპარტიული მმართველობითა და ოპოზიციის დევნით.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ ბევრი ქართველის წინაშე, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას იმედოვნებენ, დაწესდეს სამოგზაურო აკრძალვები და სხვა სანქციები მათზე, ვინც ძირს უთხრის დასავლეთთან მომავლის იმედს“, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

ავტორები დასძენენ, რომ ბოლო შემაშფოთებელი ნაბიჯი საქართველოს ავტორიტარიზმისაკენ მიმავალ გზაზე გასულ კვირას მოხდა, როდესაც მოსამართლემ წამყვანი ოპოზიციური ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, სამ წელზე მეტი ხნით ციხეში გაუშვა.

იან კელი და დევიდ კრამერი აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ მტკიცედ აკონტროლებს სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს. მათი თქმით, მმართველმა პარტიამ, ოპოზიციის ლიდერების, განსაკუთრებით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ დევნისა და დემონიზაციის კამპანია აწარმოა.

„საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც შარშან შემოდგომაზე უკრაინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, ჯანმრთელობის გაუარესება და ციხეში ცუდი მოპყრობა განიცადა“ , – აღნიშნეს ავტორებმა.

სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა, როგორც ჩანს, თავის გადაწყვეტილებებს ითვლის არა იმის საფუძველზე, ხელს უწყობს თუ არა ეს პოლიტიკა დასავლურ ნორმებთან ინტეგრაციას, არამედ იმით, შეიძლება თუ არა მათმა კონკრეტულმა ნაბიჯმა კრემლის დიქტატორის განაწყენება გამოიწვიოს.

ამერიკელი ავტორები პუბლიკაციაში დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად რეფორმების არგატარებას, „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გაუქმებაზეც აღნიშნავენ.

კელი და კრამერი ყველაზე შემაშფოთებლად „ქართული ოცნების“ უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ არსებულ პოლიტიკას მიიჩნევენ. მათი თქმით, პუტინის მსგავსად, „ქართული ოცნების“ ლიდერები, როგორც ჩანს, ომს უპირველესად ოპონენტებზე შეტევის შესაძლებლობად აღიქვამენ.

„რატომ დაიკავა საქართველომ [რუსეთისადმი] დაშოშმინების ასეთი პოზიცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოკითხული ქართველების სამი მეოთხედი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ გრძელდება და რატომ ესხმის თავს [საქართველოს ხელისუფლება] უკრაინის ლიდერებს?“,- კითხულობენ ავტორები.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა იმოქმედონ იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას და განსაკუთრებით, მათ, ვინც კულისებიდან მართავენ პროცესებს, გადაათქმევინონ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და ისეთი პოლიტიკის განხორციელება, რომელიც საქართველოს დასავლეთიდან უფრო დაშორებასა და რუსეთთან დაახლოებას იწვევს.

კომენტარები

TOP 2022-05-25
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„პლანეტაზე უკონტროლო დანაკარგი გვექნება“ – შონ ჰეინრიხი

შემდეგი სტატია

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

მსგავსი სტატიები

Good Date Way of doing something is Out There

ნაგულისხმევად საიტისათვის 10 აპრ 2021
ვიზიარებ “ნაციონალების” მწუხარებას ბადრი ჯაფარიძის მიერ გაცრუებული იმედების გამო

ვიზიარებ “ნაციონალების” მწუხარებას ბადრი ჯაფარიძის მიერ გაცრუებული იმედების გამო

ირაკლი შალიკაშვილი 22 მარ 2021
ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის – მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის – მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

ირაკლი შალიკაშვილი 24 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge