NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ალეკო ელისაშვილი: ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ

ალეკო ელისაშვილი: ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ

24 მაი 2022 პოლიტიკა 228 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, ქვეყანამ უკრაინას საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდოს, სანაცვლოდ კი თანამედროვე სტანდარტების შეიარაღება მივიღოთ.

როგორც ელისაშვილმა პარლამენტში, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის ვერ ხედავს ხელისუფლების სურვილს უკრაინას დაეხმარონ და პირიქით, ლანძღავენ ვოლოდიმირ ზელენსკის.

„ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ოპოზიციაში თუ არის ვინმე, ვინც მეტყვის რით შეიძლება დავეხმაროთ უკრაინას კარგი იქნება და მზად ვარ დებატებისთვისო. მეც მზად ვარ ვიდებატოთ ამ საკითხზე. მე ღრმად მწამს, რომ ხელიდან ვუშვებთ უზარმაზარ შესაძლებლობას, რომ ჩვენი თავდაცვის ძალები უფრო ძლიერი გახდეს უკრაინის დახმარებით.

ჩვენ, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერების ათწლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული, სადაც გაწერილი გვაქვს, თუ როგორ უნდა მოხდეს შეიარაღებაში არსებული ძირითადად საბჭოთა წარმოების იარაღის ჩანაცვლება დასავლური, ნატოს სტანდარტების შესაბამისი იარაღით.

უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს გავაკეთოთ ის, რასაც პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი აკეთებს. ერთი მხრივ, დავეხმაროთ ბრძოლაში ჩართულ მეგობარ და სტრატეგულ მოკავშირე უკრაინას საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გავაძლიეროთ, მეორე მხრივ, მოვახდინოთ ჩვენი ეფექტური გადაიარაღება. პოლონეთი აწვდის საბჭოთა იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინისთვის, სანაცვლოდ შეერთებული შტატებისგან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების შეიარაღებას.

შეგვიძლია ჩვენც ეს გავაკეთოთ, საბჭოთა ჯართი მოვიშოროთ და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში. ამას გარდა, არაჩვეულებრივ ჩაფხუტებს და ჯავშანჟილეტებს აწარმოებს „დელტა“, რაც უბრალოდ შეგვიძლია გავუგზავნოთ. შეგვიძლია გავუგზავნოთ „დიდგორები“ სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის კავშირგაბმულობის მანქანა სამედიცინო „მედევაკები“.

პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვხედავ ხელისუფლების სურვილს, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას, იქით ლანძღავთ ზელენსკის“,- აღნიშნავს ელისაშვილი.

კომენტარები

TOP ალეკო ელისაშვილი 2022-05-24
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ალეკო ელისაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კრემლის მიზანი ჩინეთთან კავშირების განვითარებაა – უნდა შევწყვიტოთ რაიმე სახის დამოკიდებულება დასავლეთიდან აბსოლუტურად ყველაფრის მოწოდებაზე

შემდეგი სტატია

სალომე სამადაშვილი: ბუჩაში გაუპატიურებული ქალები და ბავშვები პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას არ იმსახურებენ? სარკეში როგორ უყურებთ საკუთარ თავს დილას?

მსგავსი სტატიები

„მოქმედი მინისტრის პირობებში სახელმწიფოს მეხუთედ უწევს მთავარი პროკურორის შერჩევა“

„მოქმედი მინისტრის პირობებში სახელმწიფოს მეხუთედ უწევს მთავარი პროკურორის შერჩევა“

05 ივნ 2018
მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენები არის ტანჯვა და ძალიან მსიამოვნებს, რომ ისინი ყოველ დღე იტანჯებიან

მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენები არის ტანჯვა და ძალიან მსიამოვნებს, რომ ისინი ყოველ დღე იტანჯებიან

ირაკლი შალიკაშვილი 25 სექ 2019
 ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით სომხეთში იმყოფება

 ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით სომხეთში იმყოფება

ნინო ჩხეიძე 18 ივნ 2022

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge