ამ წმენდის მიზეზი რუსული პროპაგანდისტული ნარატივი იყო. The Guardian იტყობინება, რომ ეს გადაწყვეტილება კონტენტის წესების დარღვევის გამო იქნა მიღებული.
ვიდეოების ავტორები ცდილობდნენ, აქამდე მომხდარი ისეთი მოვლენები, როგორიცაა მაგალითად ჰოლოკოსტი და დღევანდელი რუსეთ-უკრაინის ომი არაძალადობრივად წარმოეჩინათ და საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ ამ ყველაფერს გენოციდთან საერთო არაფერი ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, Youtube-მა წაშალა ისეთი ვიდეოებიც, რომლებიც ამ ომს „გამათავისუფლებელ მისიად“ წარმოაჩენდნენ, მათ შორის კრემლის მომხრე ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის არხიც.
იმის გამო, რომ რუსეთმა შეაჩერა სოციალური ქსელების ფუნქციონირება მთელი ქვეყნის მასტაბით, YouTube ერთადერთ პლატფორმად რჩება, რომელსაც მთავრობა ვერ აკონტროლებს, შესაბამისად მომხმარებელს შეუძლია ცენზურის გარეშე მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია წამყვანი, დასავლური არხებიდანაც.
წყარო: insider.com
კომენტარები