NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?

რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?

23 მაი 2022 ბიზნესი 171 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სამსუნგის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონების, Galaxy A სერიის 2022 წლის
მოდელების გაყიდვა საქართველოში უკვე დაიწყო. მათი შეძენა სამსუნგის ოფიციალური
პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათი ვებ-გვერდების საშუალებით არის
შესაძლებელი: ალტა (www.alta.ge), ელიტ ელექტრონიკსი (www.ee.ge), მეგატექნიკა
(www.megatechnica.ge), მეტრომარტი (www.metromart.ge); და ყველა იმ მაღაზიაში, სადაც
სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით დაგხვდება.
ოფიციალურ სმარტფონებზე სამსუნგი მიმდინარე პერიოდში სხვადასხვა სურპრიზს,
შეთავაზებასა და ფასდაკლებას შემოგთავაზებს.
უახლესი Galaxy A33, Galaxy A53 და Galaxy A73 მათი წინამორბედების უფრო
დახვეწილი და გაუმჯობესებული გაგრძელებაა. დიზაინის, მახასიათებლების,
ფუნქციონალისა და ფასის მიხედვით, A სერიის მოდელები აკმაყოფილებს ყველა ტიპის
მოთხოვნას. რომელ Galaxy A სმარტფონს ირჩევ შენ?


Galaxy A73 – Galaxy A სერიის ყველაზე მძლავრი წარმომადგენელია, რომელიც
მაღალი ხარისხის გამოსახულებით, გაუმჯობესებული კამერითა და 2-დღიანი
აკუმულატორით წარმოადგენს მულტიფუნქციურ სმარტფონს. A73 აღჭუვილია უსაზღვრო
O ტიპის 6.7’’-იანი Super AMOLED ეკრანით, რომელსაც 120Hz_იანი განახლების სიხშირე და
FHD+ რეზოლუცია აქვს.
პირველად Galaxy A სერიის სმარტფონებში, Galaxy A73-ის მთავარი კამერა 108MP
რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს ყველაზე მაღალ დეტალიზაციას A სერიაში.
Galaxy A73 აღჭუვილია ახალი თაობის 6nm-იანი და 8 ბირთვიანი Snapdragon 778
პროცესორით. წინა მოდელთან შედარებით მისი გამოთვლითი წარმადობა 30%-ით, ხოლო
გრაფიკული წარმადობა 60%-ით არის გაზრდილი. ასევე 15%-ით არის გაუმჯობესებული
ენერგოეფექტურობაც. A73 ხელმისაწვდომია 6GB/128GB ან 8GB/256GB ოპერატიული/შიდა
მეხსიერების კომბინაციით. Galaxy A73 არის ორ SIM-ბარათიანი, აქვს 5G ქსელის
მხარდაჭერა და ასევე microSD სტანდარტის მეხსიერების ბარათის სლოტი. Galaxy A73
შეძენას შეძლებ რუხ, მწვანე და თეთრ ფერებში.
Galaxy A53 – მის ძირითად ძლიერ მხარეებს მაღალი ხარისხის ეკრანი,
მულტიფუნქციური კამერა და დიდი აკუმულატორი წარმოადგენს. ის აღჭურვილია
უსაზღვრო O ტიპის 6.5’’-იანი Super AMOLED ეკრანით, რომელსაც მაღალი სიხშირის 120Hz-
იანი მკვეთრი და კონტრასტული გამოსახულება აქვს FHD+ რეზოლუციით. გამოსახულების
გარჩევა მზეშიც არ წარმოადგენს პრობლემას. აღსანიშნავია თვალის კომფორტის ფარი,
რომელიც კონტენტისა და განათების მიხედვით ფილტრავს გამოსახულებას და ხდის მას
ნაკლებად დამღლელს თვალისათვის.
Galaxy A53-ის მთავარი კამერა 64MP რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს მაღალ
დეტალიზაციას. მთავარი კამერა ასევე ოპტიკური სტაბილიზაციითაა აღჭურვილი.
არასაკმარისი განათების პირობებში, კი ღამის რეჟიმი ერთვება რომელიც 12 კადრის
გაერთიანებით შემოგთავაზებს საუკთესო შედეგს. გარდა მთავარი კამერისა, Galaxy A53

აღჭურვილია 3 ძირითადი კამერით: 12MP-იანი ულტრაგანიერი კამერა იდეალურია
პეიზაჟებისა და ინტერიერის გადასაღებად; 5MP მაკროკამერას უკვე 2-3 სმ-დან შეუძლია
აიღოს ფოკუსი და გადაიღოს შთამბეჭდავი მაკრო ფოტოები. 5MP სიღრმის სენსორი
ურუნველყოფს ეფექტურ პორტრეტის ფოტოებს, ფონის გაბუნდოვნებით.
Galaxy A53 აღჭურვილია სამსუნგის ახალი თაობის 5 ნანომეტრიანი და 8 ბირთვიანი Exynos
1280 პროცესორით. მუშაობის ხანგრძლივობაზე 5,000 mAh აკუმულატორია
პასუხისმგებელი. ახალი სისტემა Android 12 და ინტერფეისი One UI 4.1 გონივრულად და
ეკონომიურად იყენებენ აკუმულატორს, რის შედეგადაც 1 დამუხტვით სმარტფონი 2 დღე
იმუშავებს. A53-ს 25W-იანი სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვს. Galaxy A53 საკმაოდ
დაცული სმარტფონია. ის წყალ და მტვერგამძლეა IP67 სტანდარტით. ეკრანის განბლოკვა
შესაძლებელია როგორც სახის ამოცცნობით, ასევე ეკრანს მიღმა ჩაშენებული თითის
ანაბეჭდის სკანერით.
Galaxy A53 ხელმისაწვდომია 6GB/128GB ან 8GB/256GB ოპერატიული/შიდა მეხსიერების
კომბინაციით და მის შეძენას შავ, ლურჯ, ატმისფერ და თეთრ ფერში შეძლებ.
Galaxy A33 – გამოყენებულია მინიმალისტური და სოლიდური დიზაინი სწორი
გვერდებით, რაც სამსუნგის 2022 წლის სმარტფონების ტრენდს წარმოადგენს. დახვეწილ
ვიზუალთან ერთად, ასეთი დიზაინი ყოვედღიურობაში უფრო პრაქტიკული და
მოსახერხებელი გამოსაყენებელია, მათ შორის სმარტფონის ცალი ხელით მოხმარებისას.
Galaxy A33 გვთავაზობს შთამბეჭდავ მულტიმედია გამოცდიელბას ძალიან მაღალი
ხარისხის ეკრანითა და სტერეო ჟღერადობით. ის აღჭუვილია უსაზღვრო U ტიპის 6.4’’-იანი
Super AMOLED ეკრანით, რომელსაც მაღალი სიხშირის 90Hz-იანი მკვეთრი და
კონტრასტული გამოსახულება აქვს FHD+ რეზოლუციით.
Galaxy A33-ის მთავარი კამერა 48MP რეზოლუციის ფოტოებს იღებს და გვთავაზობს მაღალ
დეტალიზაციას. პირველად A სერიის 3-იანში მთავარი კამერა ასევე ოპტიკური
სტაბილიზაციითაა აღჭურვილი, რაც რადიკალურად აუმჯობესებს როგორც ფოტო, ასევე
ვიდეოგადაღების ხარისხს. ძირითადი კამერის გადაღების რეჟიმებიდან საინტერესოა
აჩქარებული და შენელებული ვიდეოგადაღებები.
Galaxy A33 აღჭურვილია სამსუნგის ახალი თაობის 5nm-იანი და 8 ბირთვიანი Exynos 1280
პროცესორით.
A სერიის დანარჩენი წარმომადგენლების მსგავსად, A33-იც საკმაოდ დაცული სმარტფონია,
რომლიც წყალ და მტვერგამძლეა IP67 სტანდარტით, ხოლო ეკრანი Corning Gorilla Glass 5
სტანდარტით არის დაცული. აქ ასევე ვხვდებით ისეთ საინტერესო სერვისებსა და
ფუნქციებს, როგორიცაა: დაცული საქაღალდე, ორმაგი მესენჯერი, სარკმლის ხედვის რეჟიმი
და სხვა. A33 ხელმისაწვდომია, 6GB/128GB ოპერატიული/შიდა მეხსიერების კომბინაციით,
შავ, ლურჯ, ატმისფერ და თეთრ ფერებში.
ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს.. და გასაჩუქრებს!

კომენტარები

TOP სმარტფონი 2022-05-23
თამუნა
Tags TOP სმარტფონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გრინ დეველოპმენტს“ კიდევ ერთი საცხოვრებელი ბლოკი დაემატება

შემდეგი სტატია

გოცირიძე: ვინ აიძულა ღარიბაშვილი განაცხადი შეეტანა? კინწისკვრით აიძულა ხალხმა და ოპოზიციამ და ზეწოლის შედეგად გახდნენ იძულებული განაცხადი გაეკეთებინათ

მსგავსი სტატიები

დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის,  ADGM-ის გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”

დიმიტრი ქუმსიშვილი: „აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის, ADGM-ის გამოცდილების გაზიარება ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”

10 აპრ 2018
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თამუნა 30 მაი 2022
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯეო ქონსთრაქშენი“ საქმიანობას აფართოვებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯეო ქონსთრაქშენი“ საქმიანობას აფართოვებს

თამუნა 21 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge