Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ჭადრაკის ჩემპიონი გარი კასპაროვი და ნავთობის ყოფილი მაგნატი მიხაილ ხადარკოვსკი იმ პირთა სიას დაამატა, რომლებიც მოქმედებენ როგორც უცხოური აგენტები.
მათივე ინფორმაციით, სამინისტროს ვებ-გვერდის ცნობით, კასპაროვი და ხადარკოვსკი აღნიშნულ სიას დღეს დაემატნენ. მედიის ცნობით, ორივე რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულია.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ვებ-გვერდზე ხადარკოვსკის დაფინანსების წყაროდ უკრაინა იყო ნახსენები. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ კასპაროვის თანხები უკრაინიდან და ადამიანის უფლებათა ფონდიდან იყო მოპოვებული.
კომენტარები