NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

ზელენსკი: პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შედგება ასეთი შეხვედრა

21 მაი 2022 მსოფლიო 198 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ადრე თუ გვიან გაიმართება, მაგრამ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„პუტინთან შეხვედრის მიზანი დამოკიდებულია იმაზე, როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მიზანი იცვლება. როგორიც არის ჰიბრიდული ომი, ასეთი ჰიბრიდული იქნება მშვიდობაც და ჰიბრიდული შეხვედრებიც. დღეს რომ შევხვედროდით, დღის წესრიგში მარიუპოლის საკითხი იქნებოდა. ორ-სამ თვეში რომ შევხვდეთ, შეიძლება ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ იყოს, ან ნაწილობრივ იყოს. ომის დასაწყისიდანვე რომ შევხვედროდით, მიზანი კიდევ სხვა იქნებოდა. დღეს რომ შევხვდეთ, ვიცით, რა არის ოკუპირებული და რა არის დეოკუპირებული და ვისაუბრებდით ამაზე. ორ თვეში აღარ გვეცოდინება, რა მდგომარეობაში იქნება ყველაფერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა მნიშვნელოვანია ტყვეთა გაცვლის, დეოკუპაციისა და მშვიდობის საკითხების მოგვარება – ომის შეჩერების მიზნით.

„გვესმის საფრთხეები და რისკები, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ბევრია დამოკიდებული რუსეთზეც. ჩვენ გვაქვს სურვილი და გვაქვს ჩვენი მიზნები: გვინდა ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება, მაგრამ როდის იქნება ეს, ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზე, იმაზე, თუ როდის იქნება საუბარი პუტინთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საუბარი აუცილებლად შედგება, თუმცა რა ფორმატში და როდის, ჯერჯერობით უცნობია.

„არ ვიცი, რა ფორმატში: შუამავლებით, შუამავლების გარეშე, ფართო წრეში, პრეზიდენტების დონეზე, ორმხრივი საუბარი, მაგრამ იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

TOP ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმერ ზელენსკი 2022-05-21
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვლადიმერ პუტინი ვოლოდიმერ ზელენსკი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი კეკელიძე კლინიკაში გადაიყვანეს და სამედიცინო დახმარება უტარდება

შემდეგი სტატია

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

მსგავსი სტატიები

„რაკეტა, რომელამც მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსულ ბრიგადას ეკუთვნოდა“

„რაკეტა, რომელამც მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდო რუსულ ბრიგადას ეკუთვნოდა“

24 მაი 2018
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შეხვედრა გამართეს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შეხვედრა გამართეს

26 მაი 2018

პოროშენკო „რუსეთი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უდიდესი საფრთხეა“

21 სექ 2017

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge