NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მივიღოთ

20 მაი 2022 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 355 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი არის უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, რამდენიმე დღეში მომზადდა 5 000 გვერდიანი დოკუმენტი.

“თავისთავად ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირადად ჩადის ბრიუსელში და მართავს მაღალი რანგის შეხვედრებს ამ თემაზე, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენთვის ეს არის განსაკუთრებული პრიორიტეტი, რაც აბსოლუტურად ცხადი და ლოგიკურია. ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას გამოვავლენთ იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს, საუბარია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდა, მათ შორის, რამდენიმე დღეში მომზადდა 5 000 გვერდიანი დოკუმენტი,  პასუხები გაიგზავნა, სადაც სათანადოდ არის ასახული საქართველოში არსებული მდგომარეობა

ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ვალდებულება და ეს გაკეთდა სათანადოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამ პროცესს თვითონ პრემიერი უძღვებოდა. დღესაც, არა მარტო პრემიერის ვიზიტი, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დონეზე იმართება შეხვედრები. საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით დღესაც ბერლინშია და მართავს შეხვედრებს პირველ რიგში ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ამ თემებზე მაქსიმალურად აქტიური მუშაობა, ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი არის უკვე საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა უნდა მიიღოს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

კომენტარები

2022-05-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს

შემდეგი სტატია

სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

მსგავსი სტატიები

მიმინოშვილი და სანიკიძე თანამდებობებიდან გაათავისუფლეს

10 სექ 2018
დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით მოპოვებული შედეგი – შალვა შავგულიძემ ლადო კახაძეს გამარჯვება არ მიულოცა

დემოკრატიისთვის მიუღებელი მეთოდებით მოპოვებული შედეგი – შალვა შავგულიძემ ლადო კახაძეს გამარჯვება არ მიულოცა

ირაკლი შალიკაშვილი 10 ივნ 2019
ზარქუა: მმართველი პარტია ვართ, რა კონტრაქცია, 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი

ზარქუა: მმართველი პარტია ვართ, რა კონტრაქცია, 900 ათასმა ადამიანმა დაგვიჭირა მხარი

ირაკლი შალიკაშვილი 27 ოქტ 2021

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge