NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება

20 მაი 2022 საინტერესო 154 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

20 მაისი, 2022- საქართველოს ბანკი უძრავი ქონების სექტორის მხარდაჭერას
განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით FIABCI-Georgia ორგანიზებას უწევს რეგიონში
პირველ, უძრავი ქონების პროექტების ეროვნულ დაჯილდოებას – FIABCI-Georgia
Prix Excellence Awards.
FIABCI-ის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით რჩეულ
პროექტებს ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან,
სფეროს წამყვანი ექსპერტები გამოავლენენ. გამარჯვებული პროექტების შერჩევა
მოხდება შემდეგი 6 კრიტერიუმის მიხედვით: კონცეფცია, არქიტექტურა, სამშენებლო
პროცესი, ინოვაცია, მდგრადობა, ურბანული ინტეგრაცია.
განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და ის 31 აგვისტოს დასრულდება.
დაჯილდოვება კი 2022 წლის ოქტომბერში გაიმართება.
პროექტის წარსადგენად საჭიროა სარეგისტრაციო ინტერნეტ-ფორმის შევსება ბმულზე:
www.fiabciprixgeorgia.ge/ და ყველა საჭირო საბუთის ატვირთვა. სარეგისტრაციო ფორმაში
უნდა მონიშნოთ ის კატეგორიები, რომლებშიც გსურთ მონაწილეობის მიღება.
FIABCI-Georgia-ს პირველი ეროვნული დაჯილდოვება ერთ სივრცეში შეკრებს სექტორის
მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებს, საკონსულტაციო
კომპანიებს. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან სახელმწიფო სექტორის და
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
უძრავი ქონების დღეების ფარგლებში ჩატარდება პარალელური აქტივობებიც: რიგით
მეორე საერთაშორისო კონფერენცია -,,ქალაქები მწვანე მომავლისთვის,“ პანელური
დისკუსია -,,უკრაინის ქალაქების აღდგენა,“ ასევე, უძრავი ქონების საინვესტიციო
ტურები. ქალაქის ტურები, ტრენინგები, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა.

FIABCI-Georgia-ს უძრავი ქონების პროექტების ეროვნული დაჯილდოვება მუდმივ
ხასიათს მიიღებს და ის ორ წელიწადში ერთხელ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში
ჩატარდება.

„უძრავი ქონების პირველი ეროვნული დაჯილდოვების მისიაა საქართველო
საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, მომავლის
პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. ასევე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ 2022 წლის
ოქტომბერში FIABCI Prix d’ Excellence-ის საერთაშორისო დაჯილდოვების 30-წლიან
ისტორიაში ქართული ფურცელი იშლება. მოხარული ვართ, რომ ამჯერადაც გვერდში
გვიდგას ჩვენი ერთგული პარტნიორი, საქართველოს ბანკი. ამ ჯილდოთი გვინდა
გამოვავლინოთ მდგრადი და მედეგი პროექტები და შენობები, ასევე, ის ადამიანები,
რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას განაშენიანებული გარემოს ეკოლოგიური
ნაკვალევის შემცირების მიმართულებით“,- განაცხადა ლიკა ქარდავამ FIABCI-Georgia-ს
ხელმძღვანელმა.
„მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური
პარტნიორები რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს  საქართველოს მსოფლიო რუკაზე
პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის
საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას.
საინტერესოა რომ ფორუმის ფარგლებში  50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა,
გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს  და ტურიზმს.  ვფიქრობ, ეს არის  ძალიან
კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც
მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან
დიდი ინტერესი, რაც  სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რათა რაც
შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და   მეტ ინვესტორს,  არსებულს
თუ პოტენციურს, გავაცნოთ ის რეალური შესაძლებლობები რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“ ,-
განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების
ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

კომენტარები

2022-05-20
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს – მათ შორის 3 “კანონიერი ქურდია”

შემდეგი სტატია

ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ, საქართველოს მეგობრები არ არიან

მსგავსი სტატიები

ტოსტისგან შექმნილი წარმოუდგენელი სკულპტურები

ტოსტისგან შექმნილი წარმოუდგენელი სკულპტურები

17 ნოე 2017
პრინც ჰარისა და მეგან მარკლს უცნაური კონვერტი გაუგზავნეს

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს უცნაური კონვერტი გაუგზავნეს

23 თებ 2018

“პატრიოტთა ალიანსის” წინააღმდეგ დაანონსებული “ჭამა-სმის” აქცია ჩაიშალა

20 სექ 2017

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge