NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

პოდოლიაკი შემთხვევით მოხვდა უკრაინის ხელისუფლებაში – პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა

20 მაი 2022 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 389 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რა პრეტენზიებიც არ უნდა წამოაყენონ ჩვენი ქვეყნის და ლიდერების მიმართ, მათი ბრალდებები, სისულელეები და შტერობები ომს ვერ გახსნის საქართველოში, პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა – დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ ყველა რუსი ოლიგარქი უნდა დასანქცირდეს, მათ შორის, ივანიშვილიც.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, პოდოლიაკის განცხადებები მისთვის საინტერესო არ არის.

„ბატონი პოდოლიაკი არის რიგითი ვიღაც, ვინც შემთხვევით მოხვდა (უკრაინის ხელისუფლებაში), რადგან თავის დროზე იყო რუსული პოლიტიკის გამტარებლის იანუკოვიჩის მრჩეველი, ბელარუსია თუ არ ვცდები და არა უკრაინელი, მერე ჟურნალისტობდა და ნათქვამი აქვს, მთავარია ფულს გადამიხდიან და იმ პოზიციას დავიჭერო. ასეთი ადამიანის განცხადება საინტერესო არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რადგან ჩვენ ეს გამოვცადეთ 2008 წელს. ვერც პოდოლიაკები და მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ვერაფერს დააკლებენ ქართულ- უკრაინულ ურთიერთობებს, რაც არ უნდა ეცადონ. მათი ბრალდებები, სისულელეები და შტერობები ომს ვერ გახსნის საქართველოში, მეორე ფრონტი აქედან არ იქნება, ამას ვერ მიაღწევენ, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩვენს ქვეყანას ომი არ სჭირდება, ვინც არ უნდა გაბრაზდეს, რა პრეტენზიებიც არ უნდა წამოაყენოს ჩვენი ქვეყნის და ლიდერების მიმართ, ეს არის მეათეხარისხოვანი, პოდოლიაკისნაირები უამრავი ჰყავს სააკაშვილს და ამას ჩვენ ვაფრთხილებდით პოროშენკოს, მერე რომ თმებით ითრევდა, იგივე ვუთხარით ზელენსკისაც, ეს მისი გადასაწყვეტია, ამას გაითვალისწინებდა თუ არა, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ხალხს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. დანარჩენი, ეს ჭანჭიკები რას იტყვიან უმნიშვნელოა, დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

2022-05-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

შემდეგი სტატია

ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გათავისუფლება თითქმის დასრულებულია

მსგავსი სტატიები

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება

02 ნოე 2018
მორიგი არასამთავრობოებზე – სულხან სალაძე საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს პასუხობს

მორიგი არასამთავრობოებზე – სულხან სალაძე საპარლამენტო უმრავლესობის ბრალდებებს პასუხობს

29 მარ 2019
თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში სექსუალური შევიწროების საქმე  მოუგო

თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში სექსუალური შევიწროების საქმე მოუგო

03 იან 2018

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge