NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

20 მაი 2022 ახალი ამბები 175 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად აზიანებს კრიტიკის საპასუხოდ „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა განცხადებები ევროპელი პარტნიორების მისამართით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ხვიჩია აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ახლა ყველაზე მეტად ის აზიანებს, რომ ქვეყანას „ქართული ოცნება” მართავს.

„დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით.

ზოგადად ქვეყანას რომ მართავს “ქართული ოცნება”, ეს ყველაზე მეტად აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს, მით უმეტეს, ასეთ მძიმე დროს სამყაროში, როცა გამოწვევებით აღსავსე პერიოდი გვაქვს და ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ,”- განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩია გამოეხმაურა ასევე, კობახიძის ბრალდებას, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს დასავლეთში იმისთვის, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვოს და აღნიშნა, რომ დასავლეთში ვინ ვის რას ელაპარაკება არ იცის, რადგან “ქართულ ოცნებას” ევროსტრუქტურებში და მივლინებებში ის არ დაჰყავთ.

„მოგეხსენებათ, “ქოცებს” არ დავყავარ ევროსტრუქტურებში, მივლინებებში და ა.შ. დაჰყავთ თავიანთი ნაცნობები სხვა ოპოზიციონერები და ალბათ, იმათ უკეთ იციან, ვინ ვის რას ელაპარაკება, მე არ მაქვს ინფორმაცია. აი, რომ წამიყვანენ ერთხელ, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ამას არ აკეთებენ.

თუ რამეს საზიანოს და სამტროს ამბობ, არც აქ უნდა თქვა და არც სხვაგან, მაგრამ ის ხალხი რომ დაგყავს მივლინებებში, ვინც აქ ამბობს ამას და მერე გიკვირს, ეგ უფრო გასაკვირია, ჩემი აზრით,”- განაცხადა ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ევროპარლამენტარები „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან და აღნიშნა, რომ ლობისტები ევროპარლამენტში ჰყავს როგორც “ნაციონალურ მოძრაობას”, ისე „ქართულ ოცნებას”.

კომენტარები

2022-05-20
ირაკლი შალიკაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე არის ამხელა პოლიტიკური წნეხი

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „არტე დეველოპმენტი“ 12 სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

მსგავსი სტატიები

“შეიძლება რაღაც სიცრუესთან იყოს საქმე” – კალაძეს არ სჯერა,რომ ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ ლობისტებს ქირაობს

სოსო ელისაშვილი 13 მაი 2019

ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

14 სექ 2017
კარაპეტიანი ფაშინიანთან შეხვედრაზე არ მივიდა

კარაპეტიანი ფაშინიანთან შეხვედრაზე არ მივიდა

27 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge