NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

საქართველო ITB Berlin 2023-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება

19 მაი 2022 ბიზნესი 191 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენასთან თანამშრომლობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორმა დევიდ რუცმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერით საქართველომ ოფიციალურად დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო გამოფენაში მასპინძელი ქვეყნის რანგში მონაწილეობა. ჩვენ განაცხადი ჯერ კიდევ პანდემიამდე გავაკეთეთ და კონკურსის შედეგად დავამარცხეთ ბევრი ისეთი ქვეყანა, რომლებსაც ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. საქართველო იქნება მსოფლიოს წამყვანი ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა 2023 წელს, როდესაც პანდემიის შემდეგ ბერლინში გამოფენა პირველად ჩატარდება რეალურ ფორმატში. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს მონაწილეობა უფრო მეტად შედეგიანი იქნება საქართველოს ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო წასახალისებლად და პოპულარიზაციისთვის“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ITB Berlin-ის გამოფენასთან თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ.
2023 წელს საქართველოს ITB Berlin-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენის.
მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს საშუალება ეძლევა ტურისტული პროდუქტები გააცნოს გამოფენის 200 ათას ვიზიტორს, მათ შორის 100 ათას ბიზნეს-ვიზიტორს და გამოფენის მრავალ მილიონიან სატელევიზიო მაყურებელს.
მასპინძელი სტატუსის მინიჭებით საქართველო საერთაშორისო მედია კამპანიებში იქნება ჩართული, რაც ონლაინ, სატელევიზიო, რადიო და ბეჭდურ მედიას მოიცავს.
„საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ბუნებით, ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც აღმოუჩენელია მისი იდუმალი სამყარო. სწორედ ამიტომ შეირჩა საქართველო და ვფიქრობ მომავალ წელს ბერლინის გამოფენაზე საქართველო დიდ ნახატს შექმნის, რომელიც განთავსდება მსოფლიო სცენაზე, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს უდიდეს ტურისტულ პოტენციალს. ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო კავშირები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ქუთაისის ახალი აეროპორტიდან სრულდება პირდაპირი ავიარეისები.“ – აცხადებს ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორი დევიდ რუეთზი.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს წამყვანი გამოფენა ITB Berlin და საქართველო შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე. მე აქ მყოფ ITB Berlin-ის, კომპანიების წარმომადგენლებს, გერმანელ ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ბერლინის გამოფენამ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარტნიორ ქვეყნად დასახელებით, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ტურისტებს უნიკალურ, მდიდარ გამოცდილებას სთავაზობს. მე ველოდები ძალიან ბევრ გერმანელ ტურისტს საქართველოში“ – აცხადებს გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.
ITB Berlin წარმომადგენლებს, გერმანული ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლებს საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გერმანული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურიზმის სექტორის წევრებს შეხვდებიან.
ITB Berlin პირველად საზღვარგარეთ, საქართველოში მართავს B2B ფორმატის ღონისძიებას. გერმანიის ტურ-ოპერატორებსა და ქართველ კოლეგებს შორის გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატშიც.
„ეს შესაძლებლობას გვაძლევს არამხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით პოზიციონირება გავაკეთოთ ჩვენი კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის, ეს გაზრდის ტურისტულ ნაკადს და რაც მთავარია შემოსავლებს ტურიზმიდან, ასევე კიდევ უფრო დააჩქარებს ტურიზმის აღდგენის დინამიკას და არამხოლოდ გაუთანაბრდება 2019 წლის მაჩვენებელს, არამედ კიდევ უფრო გაიზრდება. ძალიან საინტერესოა, რომ პირველად ITB Berlin-ის გამოფენას აქვს გასვლითი ღონისძიება. ჩვენ გერმანიიდან ჩამოყვანილი გვყავს ტურ-ოპერატორები, რომლებსაც B2B ფორმატში შეხვედრები აქვთ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ერთ-ერთი შესაძლებლობაა, რომ წინამოსამზადებელი სამუშაოების დროს გაეცნონ ერთმანეთს და პოტენციური პარტნიორები შეიძინონ. ეს დაგვეხმარება კიდევ უფრო მომზადებული ვიყოთ გამოფენისთვის და წარდგენილები ძალიან ღირსეულად“ – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გასაცნობად, გამოფენის ორგანიზატორებთან ერთად გერმანული ტურისტული კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლები ქვემო ქართლსა და კახეთს ეწვივნენ.

ITB Berlin 1966 წლიდან მსოფლიოს წამყვანი სამოგზაურო სავაჭრო გამოფენაა. კოვიდ პანდემიამდე ყოველწლიურად გამოფენაზე 181 ქვეყნის 10 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 160 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის 113,500 ბიზნეს ვიზიტორი სტუმრობდა.

საქართველოს ტურისტული ვებ-პორტალის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://georgia.travel/

კომენტარები

TOP საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 2022-05-19
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა – bolozari.bog.ge შექმნა

შემდეგი სტატია

სოფო ნიჟარაძე: მოვინახულეთ მიშა, ენატრებოდა ბავშვი… (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

Traveling Den-ი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესის გაფართოებას გეგმავს

თამუნა 18 ივნ 2021
ავტომობილის ზამთრისთვის მომზადების ბოლო თვე და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ავტომობილის ზამთრისთვის მომზადების ბოლო თვე და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ირაკლი შალიკაშვილი 05 ნოე 2021
თიბისი ბანკმა ასავალ-დასავალთან 4 წლიანი სამართლებრივი დავა დაასრულა

თიბისი ბანკმა ასავალ-დასავალთან 4 წლიანი სამართლებრივი დავა დაასრულა

17 მაი 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

    გია ხუხაშვილი: ერთადერთი, რაც ამ თემის აქტუალიზაციამ გამოიწვია, არის ის, რომ ხელისუფლებას მიეცა მიზეზი, დეპოლარიზაცია ექცია მთავარ საკითხად

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

    “ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს”

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge