NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ბიზნესი»საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა მიმდინარეობს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა მიმდინარეობს

19 მაი 2022 ბიზნესი 158 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

19 მაისი, 2022- საქართველოს ბანკისა და პირველი არხის „ტელესკოლის“
პარტნიორობით პროექტი „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადა V-VI კლასელებისთვის“
გრძელდება. ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით 3,500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.
პროექტი მოსწავლეებში მათემატიკური და ლოგიკური უნარების განვითარებას და
არასტანდარტული შინაარსის მქონე ამოცანების გადაჭრისთვის საჭირო ცოდნის
დაუფლებას ისახავს მიზნად.
ინიციატივის ფარგლებში, პირველი არხი – ტელესკოლის ეთერში მოსწვალეებისთვის
ათი ტელეგაკვეთილი ჩატარდა. თითოეული ონლაინ მეცადინეობა მათემატიკის
საოლიმპიადო, არასტანდარტული თემატიკის შემცველი თეორიისა და შესაბამისი
პრაქტიკული ამოცანების განხილვას დაეთმო. პარალელურად, მოსწავლეებს
შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ ონლაინ ოლიმპიადაში.
შესარჩევი ტურების შედეგად, 30 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. 28 მაისს გაიმართება
ფინალი, რის შემდეგაც 10 საუკეთესო კონკურსანტი დაჯილდოვდება. პრიზები
შემდეგნაირად გადანაწილდება: I ადგილი – MacBook Air; II ადგილი – iPad Air; III ადგილი –
iPad Mini; IV-V ადგილი – iPhone SE; VI,VII,VIII,IX, X ადგილი – ელექტრონული წიგნები
(Kindle).
„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ V-VI
კლასელებისთვის მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას. პროექტს ქართულ ტელესივრცეში
ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, სრულიად
უფასოდ ჩაერთონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, განივითარონ
მათემატიკური და ლოგიკური უნარები. განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა
საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. გვჯერა, მსგავსი პროექტები
მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ახალგაზრდა თაობების განვითარებას და მათ
ეხმარება საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებაში“, – განაცხადა
საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

კომენტარები

2022-05-19
თამუნა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შერიგების ერთადერთი ვარიანტია: რუსეთის კაპიტულაცია, შეიარაღებული ძალების გაყვანა და საუბრები კომპენსაციაზე

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკის sCool Card-მა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური პლატფორმა – bolozari.bog.ge შექმნა

მსგავსი სტატიები

ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები უკვე ცნობილია

ბიზნესდაჯილდოება 2021-ის ფინალისტები უკვე ცნობილია

თამუნა 04 ნოე 2021
ნავთობის გაყიდვისას გამყიდველს პირველად უწევს მყიდველისთვის ფულის დამატება

ნავთობის გაყიდვისას გამყიდველს პირველად უწევს მყიდველისთვის ფულის დამატება

მაია ბარძიმაშვილი 21 აპრ 2020
თიბისი Z-ის და სტარტაპერის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მოსწავლეთათვის  Start-up მარათონს იწყებს

თიბისი Z-ის და სტარტაპერის მხარდაჭერით „ალტე უნივერსიტეტი“ მოსწავლეთათვის Start-up მარათონს იწყებს

თამუნა 10 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

    ლევან ღამბაშიძე: ათნი ვართო და გარედან ჯარი იცავდა. ხოდა ჯარი სადამსაც კარგი ჰყავდა თავის დროზე. და ჰიტლერსაც. მუსოლინისაც. პუტინსაც…

  • გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

    გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა გადაწყვიტეს, მთავრობა გადაეყენებინათ და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ, ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა – დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული

  • ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი კომისიების შექმნა საჭირო არ არის – ჩვენ არ ვაპირებთ სიმულაციაში მონაწილეობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას არსად მიიყვანს

  • კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

    კობახიძე სამხარაძეზე: უხამსი სიტყვები, ნაცმოძრაობისა და მისი მედიის მთავარი პიარული ხაზია

  • Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

    Social Impact Award 2022 ფინალისტი გუნდები გამოვლინდენ

  • თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

    თამრიკო ჭოხონელიძე “ოცნების” დეპუტატს: ვის აგინებ ასე გამეტებით, ხვალ შენმა შვილებმა ხომ ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, არ გრცხვენია?!

  • თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

    თაკო ჩარკვიანი: უმოქმედობაა ყველაზე დიდი შეცდომა.. ახლა გაერთიანების დროა!

  • გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

    გია ხუხაშვილი: ხალხმა თავისი ურყევი ნება აჩვენა, ახლა უკვე პოლიტიკოსებმა უნდა აჩვენონ, რად ღირან – ისინი უნდა გამოვიდნენ წინა პლანზე

  • მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

    მიხეილ მაჭავარიანი: ამის მოლოდინი „ქართული ოცნების“ მთავრობისგან არ უნდა გვქონდეს, რადგან ეს ადამიანები ხელისუფლებას და ძალაუფლებას უფრო ეჭიდებიან, ვიდრე პრობლემების მოგვარებას

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge