ალენ დელონი 1935 წლის 8 ნოემბერს პარიზის ერთ-ერთ სამხრეთ გარეუბანში, ქალაქ ბურგ-ლა-რეინში დაიბადა. ალენს სენსაციური და სკანდალური კარიერა ჰქონდა. მიუხედავად მისი წარმტაცი გარეგნობისა, ბევრი ცივ, უსიამოვნო და ქედმაღალ პიროვნებად თვლიდა, თუმცა ფაქტია, რომ დიდებული მსახიობი იყო.
- ალენ დელონს აქვს ორმაგი მოქალაქეობა
ალენ დელონი არის როგორც საფრანგეთის, ისე შვეიცარიის მოქალაქე. მან მეორე მეორე მოქალაქეობა 1999 წელს მიიღო ჟენევაში, იქ 10 წლიანი ცხოვრების შემდეგ.
- ყველაზე სიმპატიური ფრანგი მსახიობი
ფილმის „კაშკაშა მზეზე“ პრემიერის შემდეგ კანის კინოფესტივალზე ალენ დელონი კინოს ყველაზე მაცდურ მამაკაცად დაასახელეს. მას ბრიჯიტ ბარდოს მამრობით ვერსიასაც კი ეძახდნენ.
- ალენი ჭირვეული ბავშვი იყო
ალენ დელონი ურჩი და ახირებული ბავშვი იყო. მეამბოხე ბიჭი, რომელიც მარტოხელა დედამ გაზარდა, რაც მისი მშობლები განქორწინდნენ. იგი რამდენჯერმე გარიცხეს სკოლიდან. დროის უმეტეს ნაწილს მამასთან ხორცის მაღაზიაში ატარებდა.
- მას სურდა, რომ ყასაბი გამხდარიყო
ვინაიდან ალენ დელონმბა ბავშვობა მამამისის ხორცის მაღაზიაში გაატარა, მისით აღფრთოვანებული იყო და სურდა იმავე გზას გაჰყოლოდა. თუმცა ფრანგ საზღვაო ქვეითად ჩაირიცხა და 1953 წელს ინდოჩინეთში გაემგზავრა.
ამავე პერიოდში იგი დაუმეგობრდა რამდენიმე მსახიობს, რომელთა საშუალებითაც 1957 წელს კანის კინოფესტივალზე აღმოჩნდა. თავისი გარეგნობით მალევე მიიპყრო რეჟისორების ყურადღება. როგორც ამბობენ, დანარჩენი უკვე ისტორიაა.
- ალენ დელონი უარს ამბობდა ინგლისურენოვან ფილმებზე
ჰოლივუდში როლის მიღების შემდეგ მას შესთავაზეს ინგლისური ენის სწავლა, თუმცა უარი თქვა. ყოველი ახალი როლის შემდეგ ალენის პოპულარობა და სტატუსი ძლიერდებოდა, რაც აღვივებდა მის ბნელ ტემპერამენტსა და პატივმოყვარეობას. საფრანგეთსა და ევროპაში ალენ დელონი ნამდვილ კერპად იქცა, მას აღმერთებდნენ და თაყვანს სცემდნენ.
- ალენს არ მოსწონს თანამედროვე კინო
ფრანგი მსახიობი „ძველი სკოლის“ მოყვარულია, რადგან თვლის, რომ დღევანდელი კინო ზედაპირული და კომერციულია. მას უხარია, რომ არ არის თანამედროვე ფილმის ნაწილი, თუმცა აცხადებს, რომ არც თავის ძველ შემოქმედებას უყურებს. მიზეზი ძალიან დამთრგუნველია. ალენ დელონის კოლეგების უმეტესობა ცოცხალი აღარ არის, ამიტომ მსახიობს თავისი ფილმები სენტიმენტალურ და ნოსტალგიურ განწყობას უქმნის.
- ალენს არ ჰქონდა წარმატებული კარიერა ჰოლივუდში
მიუხედავად იმისა, რომ ალენი ფრანგული და იტალიური კინოს ვარსკვლავი იყო, მას ჰოლივუდში არ სწყალობდნენ. დელონმა ფრანგული შოვინიზმი გამოავლინა, რაც ცუდ ტონად ჩაუთვალეს. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ მან ვერ შეძლო ფრანგული ვარსკვლავური პერსონის ამერიკულ სცენასთან ადაპტირება.
მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ალენ დელონი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და თანამედროვე სამყაროშიც ყველა დროის ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად არის აღიარებული. ფრანგული და იტალიური კინოს ვარსკვლავი სიცოცხლეშივე იქცა ნამდვილ ლეგენდად.
წყარო: discoverwalks.com
კომენტარები