NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საინტერესო»რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვაგრძელებ სატელეფონო დიპლომატიას როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ვაგრძელებ სატელეფონო დიპლომატიას როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან

19 მაი 2022 საინტერესო 239 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თურქეთმა ნატო-ს წევრებს აცნობა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე უარს იტყვის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„არ გვინდა ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ დავუშვათ. ამიტომ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ პოლიტიკას ამ კუთხით. ჩვენ ვუთხარით ჩვენს პარტნიორებს, რომ უარს ვიტყვით შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე. გავაგრძელებთ სვლას ნატოში იგივე მიმართულებით“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, “შვედეთი ტერორიზმის ბუდეა” და ნატო-ში მის გაწევრიანებას არ დაუშვებენ.

„ნატო უსაფრთხოების ორგანიზაციაა, ჩვენ მასში ტერორისტული ორგანიზაციების ყოფნას ვერ მივიღებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

მან უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ აპირებს ურთიერთობის გაწყვეტას არც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და არც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აგრძელებს „სატელეფონო დიპლომატიას“ ორივე მხარესთან.

„არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას არც ბატონ პუტინთან და არც ბატონ ზელენსკისთან. ვაგრძელებ სატელეფონო დიპლომატიას როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. გავაგზავნე ჩემი სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშიც და კიევშიც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, ახალი მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთს არ შეუძლია უარი თქვას რუსეთთან ურთიერთობაზე, რუსულ გაზზე.

„ჩვენ გვაქვს კავშირები ორივე მხარესთან (რუსეთთან და უკრაინასთან). გვაქვს „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის პროექტი რუსეთთან. მომავალ წელს დავასრულებთ ამ პროექტს, გავხსნით. ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული წყაროა. მოხმარებული გაზის 50%-ს რუსეთისგან ვიღებთ. ეს ჩვენთვის სტრატეგიული საკითხია, სტრატეგიული ურთიერთობები. ჩვენ არ შეგვიძლია მათზე უარის თქმა,“ – აღნიშნა ერდოღანმა.

კომენტარები

TOP რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2022-05-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

შემდეგი სტატია

ზაზა წერეთელი: მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე

მსგავსი სტატიები

An Excellent Solution With Great Components

24 იან 2020
ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს

ყველას ვულოცავ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის ამ ეპოქალური მნიშვნელობის დღეს

ირაკლი შალიკაშვილი 31 მარ 2021

Economics About Worldwide Exchange

18 მაი 2020

უახლესი ამბები

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

  • დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

    დენის შმიგალი: 40-ზე მეტმა ქვეყანამ უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის პირობა დადო

  • მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

    მოსკოვში ოსტანკინოს ტელეანძას მეხი დაეცა (ვიდეო)

  • ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

    ОРТ გასული სიუჟეტი – ქართველი მეცნიერები ლუგარის ლაბორატორიის დახურვას ითხოვენ

  • რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

    რომან გოცირიძე: ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს ჩრდილიდან, ბუნაგიდან თუ ბუნკერიდან და ელაპარაკოს ხალხს

  • “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

    “ის ყოველთვის მშვენიერი იქნება”, – დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

  • უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

    უკაცრიელი სახლი ახალ მფლობელს ეძებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge