NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»საზოგადოება»მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

19 მაი 2022 საზოგადოება 217 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას მერე მო­ექ­ცა, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ ნიკა გვა­რა­მი­ას საქ­მე­ზე ნა­წი­ლობ­რივ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა და მას 3 წლი­თა და 6 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. თუმ­ცა ის აქამ­დეც არა­ერთ ხმა­უ­რი­ან საქ­მეს უძღვე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, გახ­ლდათ თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას, ასე­ვე თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლე. დღეს კი კი­დევ ერთი თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის საქ­მეს გან­სჯის. სწო­რედ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა მი­უ­ძღვნა პოს­ტი ლაშა ჩხიკ­ვა­ძეს, რომ­ლი­თაც გა­იხ­სე­ნა 2015 წელს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რომ­ლის დრო­საც ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და რო­მელ­შიც ლაშა ჩხიკ­ვა­ძეც ფი­გუ­რი­რებ­და.

“გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე ჩემს საქ­მე­საც იხი­ლავს. ამას წი­ნათ უკ­რა­ი­ნა­ში ომში ყოფ­ნის დროს, რომ ჩა­მი­ნიშ­ნა პრო­ცე­სი, პოს­ტით ვი­ხუმ­რე ჩა­მო­ვი­დე და და­ვეს­წო თუ გა­ვუშ­ვა “რუს­კი კა­რაბ­ლის” მი­მარ­თუ­ლე­ბით მეთ­ქი. წა­უ­კი­თხავს, “იკა­ცა” და ად­ვო­კა­ტის პი­რით, მუ­ქა­რა­ნა­რე­ვი ტო­ნით შე­მო­მით­ვა­ლა “ჩვენც ხალხნი ვართ” და ნუ გაგ­ვაბ­რა­ზებ­სო.

ეჰ ჩემო ლაშა, ნე­ტავ მარ­თლა რა­მეს წყვეტ­დე და მთლად შენ­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩემი თუ გვა­რა­მი­ას საქ­მის ბედი. არ ვი­ცო­დეთ მა­ინც, რა კვერ­ცხე­ბით ჰყავ­ხარ ივა­ნიშ­ვილს და სის­ტე­მას და­ჭე­რი­ლი – რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში კაცი რომ მო­კა­ლი და საქ­მე ჩა­გი­ფარ­ცხეს. ისიც ვი­ცით შენს ძმას შსს დრო­დად­რო ნარ­კო­ტიკ­ზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშ­ვებს. დრო­ნი მე­ფო­ბენ და არა მე­ფე­ნი. მი­თუ­მე­ტეს მო­ნე­ბი ვე­რას­დროს მე­ფო­ბენ, ყვე­ლამ და­ი­მახ­სოვ­როს“, – და­წე­რა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და რა ქო­ნე­ბას ფლობს მო­სა­მარ­თლე, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ასე­თი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა?

ლაშა ჩხიკ­ვა­ძეს ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს 2021 წლის 25 მა­ისს აქვს შევ­სე­ბუ­ლი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ვი­გებთ, რომ ჰყავს მე­უღ­ლე მა­რი­ამ როს­ტი­აშ­ვი­ლი და სამი ვაჟი.

ჩხიკ­ვა­ძეს 2019 წელს 150 000 ლა­რად რუს­თავ­ში შე­უ­ძე­ნია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­დაც 2017 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ რე­ესტრში და­რე­გის­ტრირ­და 2020 წელს. მისი ფარ­თო­ბი 216,9 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია. იმა­ვე მი­სა­მარ­თზე ფიქ­სირ­დე­ბა ავ­ტო­ფა­რე­ხი, რო­მე­ლიც ასე­ვე 2019 წელს შე­უ­ძე­ნია 9 500 ლა­რად. ჩხიკ­ვა­ძის სა­ხელ­ზე ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია 76, 64კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა რუს­თავ­ში, რო­მე­ლიც 2008 წელს 26 000 დო­ლა­რად აქვს ნა­ყი­დი.

ჩხიკ­ვა­ძე ფლობს 6 მი­წის ნაკ­ვეთს, რო­მელ­თა­გან 3 ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ონ­ში ( სოფ: კოხ­ნა­რი, ბურ­ნა­თი) მი­უ­ღია მემ­კვიდ­რე­ო­ბით 2016 წელს. მათი ფარ­თო­ბია: 1480 კვ.მ, 1510 კვ.მ, 1502 კვ.მ.

2017 წელს კი ამა­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თვით­ნე­ბუ­რად და­კა­ვე­ბუ­ლი მი­წის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ და­ი­კა­ნო­ნა კი­დევ ერთი მი­წის ნაკ­ვე­თი, ფარ­თო­ბით: 1485 კვ.მ.

2017 წელსვე რუს­თავ­ში 27 000 ლა­რად შე­უ­ძე­ნია 600 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, ის ასე­ვე ფლობს ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტბა­ში 150 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს, რო­მე­ლიც 2 100 დო­ლა­რად 2010 წელს შე­ი­ძი­ნა.

ლაშა ჩხიკ­ვა­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნა ჰონ­და crv 2007 წელი, tw272wt, რო­მელ­შიც 2016 წელს 6 600 დო­ლა­რი აქვს გა­დახ­დი­ლი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, ჩხიკ­ვა­ძე “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ მიმ­დი­ნა­რე მულ­ტი სა­ბა­რა­თე ან­გა­რიშ­ზე ჰქონ­და 2526,54 ლარი.

მისი მე­უღ­ლის საკ­რე­დი­ტო ბა­რათ­სა და ანა­ბარ­ზე კი შე­სა­ბა­მი­სად 65 და 300 ლარი ირი­ცხე­ბო­და.

რაც შე­ე­ბა ნაღდ ფულს, დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბი­სას, ჩხიკ­ვა­ძეს ჰონ­და 4 000 ლარი, მის მე­უღ­ლეს კი – 2 500. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ეს ცოლ-ქმრის და­ნა­ზო­გია. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად­ვე, ჩხიკ­ვა­ძემ მო­სა­მარ­თლედ მუ­შო­ბის ერთ წელ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით მი­ი­ღო 62 154,5 ლარი. მის­მა მე­უღ­ლემ კი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სია, მი­ი­ღო 24 834,82 ლარი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სა­ვალს, ლაშა ჩხიკ­ვა­ძე აღე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე სა­ბან­კო სეს­ხი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 20000-ლა­რი­ა­ნი სეს­ხის და­ფარ­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­წყე­ბუ­ლია 2018 წლი­დან და მის და­სა­ფა­რად ჩხიკ­ვა­ძემ 2020 წელს, 4500 ლარი გა­და­ი­ხა­და, ხოლო მე­ო­რე 25000-ლა­რი­ა­ნი სეს­ხის და­სა­ფა­რად – 5200 ლარი.

მის სა­ხელ­ზეა 2 იპო­თე­კუ­რი სეს­ხიც – 43 000 და 15 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რო­მელ­თა და­სა­ფა­რა­დაც ჩხიკ­ვა­ძემ 2020 წელს, გა­და­ი­ხა­და 6532,89 და 2196,97 ლარი.

მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზე ასე­ვე ფიქ­სირ­დე­ბა სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი – 4590, 1120,41 და 1600 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ლაშა ჩხიკ­ვა­ძე მე­უღ­ლის­გან სა­ჩუქ­რად მი­უ­ღია 950-ლა­რი­ა­ნი სა­ა­თი. შვი­ლე­ბის სწავ­ლის გა­და­სა­ხად­ში კი ჩხიკ­ვა­ძეს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს 1900, 1850 და 2200 ლარი.

კომენტარები

ლაშა ჩხიკ­ვა­ძე 2022-05-19
ნინო ჩხეიძე
Tags ლაშა ჩხიკ­ვა­ძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

შემდეგი სტატია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

მსგავსი სტატიები

დავით ნარმანია: 2-3 კვირის შემდეგ განიტვირთება საბავშვო ბაღები

26 სექ 2017
“მაგთიკომი”: გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა

“მაგთიკომი”: გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა

30 იან 2018
ლევან ღამბაშიძე: ცხვირაწეული მდიდრებისთვის რომ ავხსნა …

ლევან ღამბაშიძე: ცხვირაწეული მდიდრებისთვის რომ ავხსნა …

ნინო ჩხეიძე 24 დეკ 2021

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge