NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

ვანო მაჭავარიანი: თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს

19 მაი 2022 პოლიტიკა 487 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებენ, „ქართული ოცნებისთვის“ დიდ ტრაგედიას რომ არ წარმოადგენს, მგონი, ეს მესამე კლასელმაც იცის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვანო მაჭავარიანის განცხადებით, თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, „ქართული ოცნება“ შეეცდება, რომ ეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და კრიტიკულ მედიას გადააბრალოს.

„თუ დააკვირდებით „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკას, ხან აშშ-ის ყოფილი ელჩია საქართველოს მტერი, ხან ევროპარლამენტარები „ნაცები“. რადგან სტოლტენბერგმა ღარიბაშვილთან შეხვედრა გააუქმა, გამოაცხადეს, რომ ეგეც „ნაცი“ ხომ არ არის? ეს არის რაღაც პროვინციული პოლიტიკური შიზოფრენია, რომელიც საერთო ჯამში მათი ამომრჩევლის რაღაც ნაწილს მოსწონს. შესაძლებელია გადააბრალონ, რომ „ნაცებმა“ ჩაშალეს ეს თემა, კრიტიკულმა მედიამ ჩაშალა ეს თემა. თვითონ პასუხისმგებლობას არასოდეს არაფერზე არ იღებენ“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანის თქმით, ნეიტრალიტეტის თემამ თავისი შინაარსი ამოწურა და საქართველოს მოუწევს ჰქონდეს ევრო-ატლანტიკური მისწრაფება, რაც ოფიციალურად აქვს გაცხადებული ან რუსულ ორბიტაზე გადავა.

„ნეიტრალიტეტის თემამ თავისი შინაარსი ამოწურა. საუბარია იმაზე, ან ხარ ის, რაც გაცხადებული გაქვს ოფიციალურად და კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფება გაქვს განსაზღვრული, ან ამას რადიკალურად ცვლი და ფაქტობრივად გადადიხარ რუსულ ორბიტაზე, შუა აღარ არსებობს.

ამის გარშემო ცეკვა-თამაშია, რომ ჩვენ არ გვინდა ომი, არც უკრაინას არ უნდა ომი, შეეცადა ბოლო წუთამდე. ბატონი დერეკ შოლეს [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი] ომამდე გამოსვლებს თუ დააკვირდებით, მაქსიმალური მცდელობა იყო აღეწერა, როგორ ცდილობდნენ ჯო ბაიდენი და ევროკავშირის ლიდერები რუსეთი დაერწმუნებინათ, რომ არსებობს დიპლომატიური გზები და არ ღირდა საომარი მოქმედებებით ამის დამტკიცება, რომ რუსეთს ამ ტერიტორიებზე რაღაც ფორმით პრეტენზია აქვს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

 

კომენტარები

TOP ევროკავშირი ვანო მაჭავარიანი ქართული ოცნება 2022-05-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ევროკავშირი ვანო მაჭავარიანი ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სოფო ნიჟარაძე: მოვინახულეთ მიშა, ენატრებოდა ბავშვი… (ვიდეო)

შემდეგი სტატია

მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

მსგავსი სტატიები

პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს

24 აგვ 2018

„ვერ გამახსენებთ ვერცერთ ფაქტს, როცა თანამდებობის პირის წარდგენა ხდებოდა მერის მხრიდან“

17 ნოე 2017
„ქართული ოცნება“ აპირებს მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც ამბობს – დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება არ ვიცით რითი დასრულდება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებულის მხარეს ვიქნებითო

„ქართული ოცნება“ აპირებს მიიღოს რეზოლუცია, რომლითაც ამბობს – დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება არ ვიცით რითი დასრულდება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებულის მხარეს ვიქნებითო

ირაკლი შალიკაშვილი 01 თებ 2022

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge