NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი
EPRS / DG EXPO Experts Workshop ' EU Civil Society instrument for Western Balkans, Turkey and the Eastern Partnership '

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი: წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი

19 მაი 2022 პოლიტიკა 464 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმედგაცრუებულია საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის ბრალდებებით.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობს, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“. „გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა თეა წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში, მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშას (სააკაშვილის) გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის ძალიან განათლებული ადამიანია. წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. ის დემოკრატიის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ახლა რაღაც მოხდა. არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს. მე „ნაციონალური მოძრაობის“ ბანაკში არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. მიკვირს რატომ ამირჩია მე. რადგან აქ, ევროპის პარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთნაირად ფიქრობს. მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია“, — განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

„როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც — ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება“, — ამბობს ევროპარლამენტარი.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოორდინირებულად მუშაობენ, რათა „გადააყირაონ ეს მთავრობა“.

„ამ უცხოელების პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ, მაგალითად, ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ გერმანელ პოლიტიკოსს ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს, რომელსაც მე მგონი, თავის საარჩევნო ოლქში არ აქვს იმდენი საქმე და პირდაპირ დაკავებულია, პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში და ხან ვის დაუქნევს თითს, ხან ვის და ჰგონია, რომ მას ამისი უფლება აქვს.

ასევე, არის ბატონი იან კელი, რომლის.. ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს სწორედ ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, მაგალითად, რომ ყოველდღე ან დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს ან მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა“, — თქვა მან.

წულუკიანმა დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ეს ხალხი „მოგვყიდოს როგორც თვით ევროპა, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის“. დამატებით კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მათ, წულუკიანმა უპასუხა:

„ვიწრო პარტიული ინტერესი აქვს, „ნაციონალებთან“ ერთად, რომ გადააყირაოს ეს მთავრობა“.

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი მწვავე კრიტიკოსი იყო. 2012 წლის აპრილში საქართველოში გერმანიის მარშალისა და ბოშის ფონდების 15-კაციანი დელეგაცია უნდა ჩამოსულიყო. მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა შეხვედროდა დელეგაციას, თუ მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი და ბუნდესტაგის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი იქნებოდნენ და ამის მიზეზად ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით დელეგაციის წევრთა პოზიციები დაასახელა. შედეგად, ფონდებმა ვიზიტი საერთოდ გააუქმეს.

ვიოლა ფონ კრამონმა მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამოც გააკრტიკა და ბიძინა ივანიშვილთან ერთად “მავნებელ ჩრდილოვან აქტორად” მოიხსენია.

“ორივე მავნებელმა ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა უნდა შეწყვიტონ პროცესებში რაიმე სახით ჩარევა” ,- ამბობდა მარტში ევროპარლამენტარი.

კომენტარები

TOP ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანი 2022-05-19
ნინო ჩხეიძე
Tags TOP ვიოლა ფონ კრამონი თეა წულუკიანი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

მედია: რა ქონებას ფლობს სკანდალური მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამია ციხეში გაუშვა?

შემდეგი სტატია

მედია: გრიგორი კარასინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგებს ესაუბრა

მსგავსი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „ზეპოლარიზაციის და არა დეპოლარიზაციის საბაბი“ იქნება

სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „ზეპოლარიზაციის და არა დეპოლარიზაციის საბაბი“ იქნება

ნინო ჩხეიძე 28 იან 2022
10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია საქართველოში – ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია საქართველოში – ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 23 მაი 2019
ენმ დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას ითხოვს

ენმ დიმიტრი ქუმსიშვილის გადადგომას ითხოვს

19 თებ 2018

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge