NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

შალვა პაპუაშვილი: ნორვეგია საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერია

18 მაი 2022 პოლიტიკა 336 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს, როდესაც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით შესრულებული საქართველოსა და ნორვეგიის სახელმწიფო ჰიმნები მოვისმინეთ, დავინახეთ, რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნორვეგიის სამეფოს კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის მოქალაქეებს კონსტიტუციის მიღების დღე მიულოცა და განაცხადა, რომ 1814 წელს მიღებულმა კონსტიტუციამ ნორვეგიის ახალი სახელმწიფო შექმნა, რომლისგანაც მაგალითს ბევრი ქვეყანა იღებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველო და ნორვეგია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

შალვა პაპუაშვილმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

“30 წლის განმავლობაში საქართველო მუდმივად გრძნობდა ნორვეგიის თანადგომას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. ნორვეგია გახლავთ სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ერთ-ერთი გულმხურვალე გულშემატკივარია და ამ მხრივ, მუდმივად ვგრძნობთ დახმარებას და ხელშეწყობას. ორმხრივ ურთიერთობებს გაძლიერების და გაღრმავების კიდევ დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით, ეს შეეხება განათლების, კულტურის, ტურიზმის მიმართულებებს. მოხარული ვარ, რომ ივნისში მექნება შესაძლებლობა, ოფიციალური ვიზიტით ვეწვიო ნორვეგიას და ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილოთ ამ ურთიერთობების გაღრმავების საკითხები,” – განაცხადა პარლმენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ევროპული ოჯახის წევრად იგრძნოს თავი.

“ის, რომ საქართველო ისწრაფვის, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, გულისხმობს იმას, რომ გვსურს, ამ ოჯახში ისტორიული და კულტურული გამოცდილება შევიტანოთ. როდესაც მოვისმინეთ ნორვეგიისა და საქართველოს ჰიმნები, რომელიც ნორვეგიულ-ქართული პოლიფონიით იქნა შესრულებული, გვაჩვენებს, ერთი მხრივ, რამდენად ევროპულია საქართველო და რამდენად ქართულია ევროპა. დღეს, როდესაც უკრაინაში რუსული აგრესია მიმდინარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრად ვიგრძნოთ თავი, ვინაიდან ეს არის მშვიდობის და განვითარების ნავსაყუდელი,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

ნორვეგია შალვა პაპუაშვილი 2022-05-18
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ნორვეგია შალვა პაპუაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ომმა უკრაინაში ცხადყო, რომ არსებული ხარვეზები ერთობლივად უნდა გამოვასწოროთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები

შემდეგი სტატია

Pay A Professional To Write Down My Essay For Me

მსგავსი სტატიები

ხუხაშვილი: …ამის ნაცვლად, ხელისუფლება სამყაროს გმირ ზელენსკის ლამის “ნაცს“ ეძახის და ომში რომ არ იყოს, ვაგინებდითო

ხუხაშვილი: …ამის ნაცვლად, ხელისუფლება სამყაროს გმირ ზელენსკის ლამის “ნაცს“ ეძახის და ომში რომ არ იყოს, ვაგინებდითო

ნინო ჩხეიძე 26 მარ 2022
გიგი უგულავა: ევროპის გზაზე ტრიო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა აღარ არსებობს – ივანიშვილი ან ევროპა, საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება

გიგი უგულავა: ევროპის გზაზე ტრიო საქართველო, მოლდოვა, უკრაინა აღარ არსებობს – ივანიშვილი ან ევროპა, საკითხი ასე დგას და სხვაგვარად ვეღარ იქნება

ირაკლი შალიკაშვილი 17 ივნ 2022

კარასინი-აბაშიძის შეხვედრა და ანაკლიის პროექტი – ანალიტიკოსების აზრით, რუსეთი ივანიშვილს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის არჩევანის წინაშე აყენებს

ირაკლი შალიკაშვილი 04 მარ 2019

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge