NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»პოლიტიკა»ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

18 მაი 2022 პოლიტიკა 280 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მოსაზრებას, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობაზე პროტესტის ნიშნად, ოპოზიციამ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადოს, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან.

“ქართული ოცნების” წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მიერ პარლამენტის დატოვება ტრაგედიას არ წარმოადგენს, რადგან ისინი სათანადოდ ისედაც არ მუშაობენ:

“გავლენ, მერე ჩამოყალიბდებიან, საერთაშორისო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, მერე ისევ დაბრუნდებიან – ასე რომ ამაში ტრაგედიას პირადად მე ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ მათი ქმედება, მათი აქ პარლამენტში ყოფნის ერთი წელია და მათი ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. ყველა მათი ინიციატივა იყო ან ქაოსზე აქცენტირებული ან სააკაშვილზე ან ჩაშლაზე და ასეთ რაღაცებზე, მგონია, რომ რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური  მოძრაობა” მსგავსი გადაწყვეტილებებით აჩვენებს, რომ ისინი მომწიფებული არ არიან პოლიტიკური ცხოვრებისთვის:

“სიმართლე გითხრათ დიდად არ ვიდარდებ თუ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვებს პარლამენტს, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა, რომ ისინი არ არიან მზად და არ არიან მომწიფებული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ეს პირველად მაშინ გამოჩნდა როცა მათ უარი თქვეს პარლამენტში შემოსვლაზე და ახლა თუ გასვლას ფიქრობენ კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ არ არიან მომწიფებული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ პარტია, რომელიც ხალხმა აირჩია იმისთვის რომ პარლამენტში იმუშაოს და ხალხის ამ დავალებას ის არ ასრულებს , ის არაა მზად პოლიტიკური ცხოვრებისთვის,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

ირაკლი ზარქუა ნაციონალური მოძრაობა 2022-05-18
ირაკლი შალიკაშვილი
Tags ირაკლი ზარქუა ნაციონალური მოძრაობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

შემდეგი სტატია

ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

მსგავსი სტატიები

დავით ჭიჭინაძე: მაინტერესებს, „ონებამ“ კითხვარებში ახლა რა ჩაწერა, დედას ვფიცავართ, მეტს აღარ ვიზამთ, აღარც არჩევნებს გავაყალბებთო?!

დავით ჭიჭინაძე: მაინტერესებს, „ონებამ“ კითხვარებში ახლა რა ჩაწერა, დედას ვფიცავართ, მეტს აღარ ვიზამთ, აღარც არჩევნებს გავაყალბებთო?!

ირაკლი შალიკაშვილი 31 მაი 2022
„პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული,“ – კახა კალაძემ მეტრო ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთი დაათვალიერა

„პრობლემა იყო ის, რომ ძალოვანი კაბელი იყო დაზიანებული,“ – კახა კალაძემ მეტრო ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთი დაათვალიერა

სოსო ელისაშვილი 25 აპრ 2019
უცხოელი ტურისტები მოწყურებული არიან გავიდნენ ქვეყნიდან და დაისვენონ – საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი

უცხოელი ტურისტები მოწყურებული არიან გავიდნენ ქვეყნიდან და დაისვენონ – საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი

ირაკლი შალიკაშვილი 21 მაი 2020

უახლესი ამბები

  • გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

    გაიღვიძეთ ბიჭებო, ნატო-მ და მსოფლიო საზოგადოებამ უნდა ისწავლოს სწრაფად მოქმედება

  • კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

    კობახიძე: ვინ ყოფილი თანაგუნდელები? ნასედკები რომ იყვნენ გუნდში იმაზე ლაპარაკობთ?

  • მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

    მამუკა მდინარაძე: მაღალი ალბათობით, პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება

  • მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

    მიხეილ ყაველაშვილი: შეგვიძლია საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ არ დავაზიანოთ “ქართული ოცნება”

  • “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

    “ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები”

  • თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

    თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა

  • მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

    მამუკა მდინარაძე: ტექნიკური მთავრობის თემა არარეალურია

  • შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

    შემზარავი კადრები ლაგოდეხიდან – როგორ უსწორდება ფიზიკურად ახალგაზრდების ჯგუფი მოხუცს, რომელიც შველას ითხოვს

  • მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

    მდინარაძე: სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge