NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მსოფლიო»ქვეყნები სადაც შეგიძლიათ ყველაზე შეღავათიან ფასად დაისვენოთ

ქვეყნები სადაც შეგიძლიათ ყველაზე შეღავათიან ფასად დაისვენოთ

17 მაი 2022 მსოფლიო 436 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

2022 წელს მოგზაურობის, გართობისა და დასვენების იმაზე მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე გასული ორი წლის განმავლობაში. ვაქცინაციის მაჩვენებლი იზრდება და საზღვრები იხსნება.

გთავაზობთ რამდენიმე ქვეყანას, სადაც მოგზაურობა არც ისე ძვირი სიამოვნება დაგიჯდებათ.

  1. ტაილანდი

Rayong | Thailand | Britannica

შეიძლება ვინმე თვლის, რომ ეს ქვეყანა პოსტპანდემიურ რეალობაში ტურისტული ხარჯების გაზრდას აპირებს, მაგრამ ასე არ არის. ტაილანდი კვლავ დაბალბიუჯეტიან ტურისტულ ცენტრად რჩება აზიაში. თუმცა მეტად განვითარებულ სამხრეთ კუნძულებზე და სანაპიროებზე, საცხოვრებელი ფართი შეიძლება შედარებით მაღალფასიანი იყოს.

აიღეთ გეზი ჩრდილოეთ ჩიანგ-მაის რეგიონისკენ და თქვენ ბიუჯეტური მოგზაურობის სამოთხეში აღმოჩნდებით. ბრინჯის მინდვრებში, ბუდისტურ ტაძრებსა და მთის ტომებს შორის შეგიძლიათ იპოვოთ დაბალფასიანი საცხოვრისი. მნიშვნელობა არ აქვს რას ეძებთ, საძინებელს 5 დოლარიდან, თუ კომფორტულ სასტუმროს აუზით 30 დოლარიდან. ჩიანგ-მაი მომთაბარეების და ემიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია მსოფლიოში, რადგან აქ ცხოვრება მეტად შეღავათიანია.

ტურისტული ბიუჯეტი: 30$ დღეში

საშუალო დონის ბიუჯეტი: 50$ დღეში

მოგზაურობის შეზღუდვები: ღიაა ვაქცინირებული მოგზაურებისთვის 63 ქვეყნიდან. ასევე საჭიროა უარყოფითი PCR ტესტები.

  1. ფილიპინები

Philippines Travel Guide: The Best Places to Visit in the Philippines & More | Designer Journeys Blog

საუკეთესო სანაპიროები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. 7000-ზე მეტი ტროპიკული კუნძულით ფილიპინები ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ადგილი წარმოუდგენლად მომხიბლავი კულტურული ცენტრია თავისი აზიური, ესპანურ-ამერიკული კოლონიური გავლენით, უძველესი ბრინჯის ტერასებით ჩრდილოეთში და წარმოუდგენლად მიმზიდველი ბუნებით.

განვიხილოთ კუნძული პალავანი, მრავალფეროვანი ცენტრალური ვისაიას კუნძულები ბატანესის პროვინციაში.

ტურისტული ბიუჯეტი: 35$ დღეში.

საშუალო დონის ბიუჯეტი: 60$ დღეში.

მოგზაურობის შეზღუდვები: ღიაა ვაქცინირებული ტურისტებისთვის უვიზო ქვეყნებიდან.

  1. თურქეთი

Turkey ranks top country in Colombian journalist's places to visit | Daily Sabah

თურქეთი მომხიბლავი ტურისტული ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა ბოლო წლებში დაზარალდა, შეგიძლიათ დოლარის ან ევროს გაყიდვის ხარჯზე ბევრად მეტი ლირა მიიღოთ, ვიდრე აქამდე. რაც საშუალებას მოგცემთ უკეთ გაატაროთ დრო და ბევრი აქტივობა განახორციელოთ.

აქ თქვენ ნახავთ ბიზანტიური კულტურის ნაშთებს, ქვაბულებში ნაკვეთ ქალაქებს, ხმაურიან ბაზრებს და ხმელთაშუა ზღვის უმშვენიერეს სანაპიროებს.

ტურისტული ბიუჯეტი: 35$ დღესი.

საშუალო დონის ბიუჯეტი: 55$ დღეში.

მოგზაურობის შეზღუდვები: ღიაა ვაქცინირებული ან უარყოფითი ტესტის მქონე პირებისთვის.

 

წყარო: Indietraveller.com

კომენტარები

მოგზაურობა 2022-05-17
ანო
Tags მოგზაურობა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

Classification Essay Mannequin

შემდეგი სტატია

თიბისის „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქართველი გმირების შესახებ საჯარო ლექციებს მთელ საქართველოში გამართავს

მსგავსი სტატიები

აივანზე სიგარეტის მოსაწევად გასული ქალბატონი ქარიშხალმა გადმოაგდო

26 დეკ 2017
ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით პარიზში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით პარიზში ჩავიდა

ნინო ჩხეიძე 14 მაი 2023
ჯონ კირბი: აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთის სამხედრო წვრთნებს იაპონიის მახლობლად

ჯონ კირბი: აშშ ძალიან ყურადღებით აკვირდება ჩინეთის სამხედრო წვრთნებს იაპონიის მახლობლად

ირაკლი შალიკაშვილი 05 აგვ 2022

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge