NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»სამართალი»ნინო ლომჯარიას განცხადებით, მზად არის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდეს

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მზად არის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდეს

17 მაი 2022 სამართალი 388 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალება არსებული სიტუაციიდან სამართლიანი გამოსავალი იქნებოდა.

როგორც ლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა, მზადაა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს და გვარამიას საქმეზე განაჩენის თაობაზე სახალხო დამცველის მიგნებები გაუზიაროს.

„ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაკეთდეს. ალბათ, სამართლებრივად უნდა გასაჩივრდეს. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიციაც. ვიცი, მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ევროინტეგრაცია. მზად ვარ, შევხვდე და გავუზიარო მიგნებები, რაც ამ განაჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აქვს. მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, ვიცოდე, რომ ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტია და ქვეყანაში ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილებაა, ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე. ვფიქრობ, ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციიდან“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება ვითარების შესახებ ნიკა გვარამიას პოზიციას, ომბუდსმენი ამბობს, რომ გვარამია სასამართლოს განაჩენს მიზანმიმართულ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

„ნიკა გვარამია ახლა შეწუხებულია მისი შვილების მდგომარეობაზე, განიცდის ამ თვალსაზრისით მის მდგომარეობას და რა თქმა უნდა, თავი უდანაშაულოდ მიაჩნია. ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოხდა მიზანმიმართულად სწორედ დღეს და ამ დროს იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო ხელისშემშლელი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისათვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

კომენტარები

TOP ნიკა გვარამია ნინო ლომჯარია 2022-05-17
ირაკლი შალიკაშვილი
Tags TOP ნიკა გვარამია ნინო ლომჯარია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მედიასაშუალებაში მოღვაწეობა, თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა“

შემდეგი სტატია

ნიკა მელია: აქციებთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით

მსგავსი სტატიები

როცა ოკუპაციას ეხება საქმე, განცხადებები უნდა იყოს პრინციპული – არ ვარ მომხრე არც ზედმეტი აჟიოტაჟის, არც ზედმეტი სიჩუმის, თუმცა რასაც მთავრობა აკეთებს, ეს უფრო მეტია, ვიდრე ზედმეტი სიჩუმე

როცა ოკუპაციას ეხება საქმე, განცხადებები უნდა იყოს პრინციპული – არ ვარ მომხრე არც ზედმეტი აჟიოტაჟის, არც ზედმეტი სიჩუმის, თუმცა რასაც მთავრობა აკეთებს, ეს უფრო მეტია, ვიდრე ზედმეტი სიჩუმე

ირაკლი შალიკაშვილი 29 ივლ 2022

ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს ხვალ გამოიტანს

27 სექ 2017
სურამში ბიზნესმენი სანადირო თოფით მოკლეს

სურამში ბიზნესმენი სანადირო თოფით მოკლეს

29 მაი 2018

უახლესი ამბები

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა”, არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

  • კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

    კელი დეგნანი: რაც შეეხება პოლიტიკოსების აღნიშნულ ჯგუფს, არ ვიცი რას წარმოადგენენ ისინი. ცხადია, რომ…

  • მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

    მიხეილ სარჯველაძე კელი დეგნანის განცხადებაზე: მარტივად დგას საკითხი …

  • კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

    კელი დეგნანი: „გავრილოვის ღამე“, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები – აი, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია

  • გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

    გოგაშვილი გომელაურს: მაჩალიკაშვილის საქმეზე შენ საიდუმლოდ შეხვდი მედიკო მარგოშვილს და …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge